გათავისუფლდით სახის კანის ისეთი პრობლემებისგან, როგორიცაა, მეჭეჭები, გამონაყარი, პაპილომები და ასაკობრივი ლაქები

კანი ადამიანის ყველაზე დიდი ორგანოა, რომელსაც მრავალი ფუნქცია აკისრია: გვიცავს ინფექციებისგან; სხეულს უნარჩუნებს ტემპერატურას; მზის სხივების ზემოქმედებით გამოიმუშავებს D ვიტამინს

ადამიანთა ურავლესობას სიცოცხლის რაღაც გარკვეულ მომენტში აქვთ კანის პრობლემები. ხალები, პაპილომები, ასაკობრივი ლაქები-კანის პრობლემებია, რომელთაც იწვევს ჰორმონალური დისბალანსი ან ცხოვრების წესი.

ამ პრობლემათა მოსაგვარებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ როგორც ძვირადღირებული კოსმეტიკური საშუალებები, ასევე საშინაო პირობებში მომზადებული საოცრად ეფექტური საშუალებები.იაფი ავიაბილეთები avia.geსტატიაში შემოგთავაზებთ ინფორმაციას ნატურალური პროდუქტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებიან კანის პრობლემათა გადაჭრაში.

ხალები_ ხალები წარმოადგენს დაზიანებათა ტიპს, რომელიც შეიცავს ნევუსის უჯრედებს. როგორც წესი ისინი წარმოიქმნება გენეტიკის ან მზეზე ზედმეტად ყოფნის შედეგად.

შემოგთავაზებთ ნატურალურ პროდუქტთა ჩამონათვალს, რომლებიც მოგიგვარებთ კანის ამ პრობლემას!

ნიორი: ნივრის გამოყენებამდე მნიშვნელოვანია ვაზელინით დაიცვათ ხალის გარშემო ადგილები. დაჭყლეტილი ნიორი დაიტანეთ ხალზე, გადაიხვიეთ და დაიტოვეთ 4 საათი. თუ გსურთ, რომ შედეგი ეფექტური იყოს პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ დღე.

აბუსალათინის ზეთი და სოდა: აბუსალათინის ზეთისა და სოდის კომბინაცია ეფექტურად მოგიგვარებთ ამ პრობლემას. ნარევი დაიტანეთ ხალზე, გადაიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით. მეორე დილით კარგად ჩამოიბანეთ. პროცედურა გაიმეორეთ ყოველ საღამოს სასურველი შედეგის მიღწევამდე.

მეჭეჭები: მეჭეჭები კანზე მცირე დარღვევებია, რომლის მოსაშორებლად მრავალი შინაური საშუალება არსებობს. მაგალითად მეჭეჭების მოწვა. ამ პროცედურისთვის დაგჭირდებათ სალიცილის მჟავა და წებოვანი ლენტი.

შემოგთავაზებთ მეჭეჭებისგან გასათავისუფლებელ რამდენიმე ხალხურ მეთოდს, რომელთა იგრედიენტებიც ნატურალური პროდუქტებია.

ბანანი: დაიდეთ ბანანი დაზიანებულ ადგილზე, შეიხვიეთ და დაიტოვეთ მთელი ღამით. პროცედურა ჩაიტარეთ ყოველ საღამოს ძილის წინ. 2 კვირის განმავლობაში შეძლებთ მეჭეჭებისგან გათავისუფლებას.

თაფლი: თაფლი წაისვით მეჭეჭებზე, გაიმაგრეთ ნახვევით და დაიტოვეთ მთელი ღამით. პროცედურა დაგეხმარებათ სწრაფად გათავისუფლდეთ მეჭეჭებისგან და არ დაუშვათ მათი ხელახლა წარმოქმნა.

ვაშლის ძმარი: ვაშლის ძმარი მეჭეჭების საწინააღმდეგო ეფექტური საშუალებაა. მარლის საფენი გააჯერეთ ვაშლის ძმარში, დიფინეთ მეჭეჭებზე და დაიტოვეთ მთელი ღამით. პროცედურა გაიმეორეთ 24 საათში ერთხელ. რამდენიმე დღის შემდეგ შეამჩნევთ, რომ მეჭეჭები დაპატარავდნენ და მალე მათგან გათავისუფლდებით.

ნიორი: ნივრის წვენის წყალობით მეჭეჭები შეგიძლიათ მოიშოროთ ძალიან სწრაფად. ყოველ საღამოს ან დღეგამოშვებით დაიფინეთ ნივრის წვენით გაჯერებული საფენი მეჭეჭებზე და გათავისუფლდით ამ არასასურველი ხორცმეტებისგან.

პაპილომები ჩვეულებისამებრ ჩნდება ყელის არეში, იღლიებში, ქუთუთოებზე, მკერდის ქვემოთ.

შემოგთავაზებთ რამდენიმე ხალხურ საშუალებას, რომელთა წყალობითაც თავს დააღწევთ პაპილომებს.

ვაშლის ძმარი: მარლის ტამპონი გააჯერეთ ვაშლის ძმრით და დაიფინეთ პაპილომაზე. რამდენიმე დღეც და პაპილომა უკვალოდ გაქრება.

ჩაის ხის ზეთი: პირველ რიგში, მარლის საფენი გააჯერეთ წყლით, შემდეგ დააწვეთეთ რამდენიმე წვეთი ჩაის ხის ზეთი, დაიფინეთ პაპილომაზე  და შეიხვიეთ. პროცედურა გაიმეორეთ 1 თვის განმავლობაში დღეში 2-ჯერ და თქვენ ეფექტურ შედეგს მიიღებთ.

აბუსალათინის ზეთი და სოდა: აბუსალათინის ზეთისა და სოდის ნაზავი დაიტანეთ დაზიანებულ ადგილებზე და შეიხვიეთ. საუკეთესო შედეგისათვის პროცედურა გაიმეორეთ დღეში 2-3-ჯერ. მომზადებული მასა შეგიძლიათ შეინახოთ მაცივარში.

ასაკობრივი ლაქები: მუქი ლაქები ძირითადად ხელებზე, მხრებზე და სახეზე ჩნდება. ღვიძლის დაბერება და მზის ზემოქმედება არის მუქი ლაქების წარმოქმნის მთავარი მიზეზი.

შემოგთავზებთ ნატურალურ საშუალებებს, რომლებიც გაგათვისუფლებთ მუქი ლაქებისგან.

ლიმონი: მარლის საფენი გააჯერეთ ლიმონის წვენით და დაიფინეთ გამუქებულ ადგილზე. ლაქები გაქრება ძალიან სწრაფად.

ალოე ვერა: ალოე ვერას გელი წაისვით ლაქებზე და გაიჩერეთ ნახევარი საათი.

ხახვი: ხახვის წვენში გაჯერებული საფენი დაიტანეთ მუქ ლაქებზე და გაიჩერეთ 10-15 წუთი. ეფექტური შედეგისთვის პროცედურა გაიმეორეთ სასურველი შედეგის მიღებამდე ყოველ დღე.

პირშუშხა: მუქი ლაქების გასაქრობად ეფექტურ შედეგს მოგცემთ პირშუშხასა და ძმრის ნარევი.

ფორების გაწმენდა: ზეთის ნარჩენების შედეგად ხდება ფორების დახშობა. რაც კანზე ძალიან ცუდად აისახება და შეიძლება მოჰყვეს ინფექციები.

ორთქლის გამოყენება: გააცხელეთ წყალი და წინასწარ დაბანილი სახე ქვაბთან ახლოს მიიტანეთ, თავზე გადაიფარეთ პირსახოცი. ქვაბიდან ამოსული ორთქლის ნაკადი გაგიხსნით ფორებს და გაწმენდს მას ნარჩენებისგნ. ამ პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით ჩამოიბანეთ და წაისვით ძალიან ცოტა ძმარი.

შაქრის სკრაბი: აქერცვლა დაგეხმარებათ ფორების გაწმენდაში. შემოგთავაზებთ ფორების გასაწმენდ სკრაბს. კარგად აურიეთ ლიმონის წვენი და შაქარი, შემდეგ კი მარლის საფენის საშუალებით შეიზილეთ სახეზე. პროცედურის შემდეგ სახე თბილი წყლით დაიბანეთ. ამ მეთოდით გაწმენდის შემდეგ თქვენი სახის კანი გახდება გლუვი.

ყურადღებით გაეცანით სტატიაში შემოთავაზებულ რჩევებს, გამოიყენეთ ნატურალური პროდუქტები და უმარტივესი,  უიაფესი საშუალებებით მოიგვარეთ კანის პრობლემები.

აუცილებლად სანახავი:როგორ ვებრძოლოთ ფრჩხილის სოკოს? 6 ეფექტური პროდუქტი რომლებიც ამ დაავადებას სამუდამოდ დაგავიწყებთ

Facebook კომენტარები