თევზი კორონავირუსის წინააღმდეგ

თევზი D ვიტამინის და omega-3 ცხიმოვანი მჟავების იდეალურ წყაროს წარმოადგენს, რაც ანთების საწინააღმდეგო იდეალურ საშუალებებად ითვლება. omega-3 მჟავები კვლევების მიხედვით ორგანიზმში ხელს უშლიან სიტოკინების წარმოქმნის პროცესებს. ბევრმა ალბათ არ იცის, რომ სწორედ ორგანიზმში სიტოკინების შტორმის წარმოქმნის შედეგად აღწევს კორონავირუსი სავალალო შედეგებს ადამიანების დაავადებისას, რაც პაციენტების გარდაცვალებით სრულდება. კოლუმბიის უნივერსიტეტის კვლევების მიხედვით თევზის დიეტაზე მყოფი ადამიანები უფრო ნაკლებად არიან კორონავირუსით დაავადების რისკის ქვეშ, მათ ასევე ნაკლებ შემთხვეევაში ესაჭიროებათ მექანიკური სასუნთქი აპარატების გამოყენება და უფრო სწრაფად ტოვებენ ინტენსიური ზრუნვის პალატებს. ეს ყველაფერი მათ ორგანიზმში სიტოკიკნების შტორმის თავიდან აცილების შედეგად გახდა შესაძლებელი.

2fc32b41ae

კვლევების მიხედვით უკვე ცნობილი იყო მცენარეულ საკვებზე დაფუძნებული დიეტის დადებითი თვისებები კორონავირუსთან ბრძოლაში, თუმცა მეცნიერების თქმით მსგავსი დიეტის მენიუში თევზის დამატებით დაავადების გართულების თავიდან აცილება უფრო მარტივადაა შესაძლებელი. მსგავსი ეფექტი რამდენიმე ფაქტორის მიერაა გამოწვეული: მცენარეული საჭმელები სავსეა ბოჭკოებით, რაც ორგანიზმში სასარგებლო მიკრობების გამრავლებას უწყობს ხელს. ჩვენს მუცელში მილიარდზე მეტი სახეობის მიკროორგანიზმი ბინადრობს და მათი დახმარებით ჩვენი მომნელებელი სისტემა სიჯანსაღეს ინარჩუნებს. ისინი ჩართულები არიან მეტაბოლიზმის ისეთ პროცესებში, როგორიცაა იმუნური სისტემის ფუნქციონირება და სისხლის მიმოქცევის პრობლემებისგან თავის დაცვა. მსგავსი დიეტის დამცველ ადამიანებს ნაკლებად ემუქრებათ გულის ქრონიკული დაავადებები, დიაბეტი და მსგავსი პრობლემები. თევზის ხორცზე და მცენარეებზე დაფუძნებული პროდუქტების მირთმევით თქვენ ასევე კორონავირუსის გართულებისგანაც წარმატებით დაიცავთ ორგანიზმს.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები