რა არის ხორცის წებო და როგორი ხორცის ჭამა გვიწევს ხოლმე?

ტრანსგლუტამინაზე რამე თუ გაგიგიათ? არა? ლაპარაკი ეხება ე.წ ხორცის წებოს. ეს ფხვნილია, რომელიც თავდაპირველად ცხოველის სისხლისგან მიიღეს. დღესდღეობით კი მას ბაქტერიების ფერმენტაციის შედეგად წარმოქმნიან. ტრანსგლუტამინს უმატებენ ხორცის პატარა ნაჭრებს, ამის შედეგად კი იღებენ დიდ, მადისაღმძვრელ ნაჭერს.

ამ ვიდეოში თქვენ იხილავთ ხორცის ნაჭრების დაწებების პროცესს. მიღებულ ხორცს არა მარტო ნახევარფაბრიკატებსა თუ ფაბრიკატებში, არამედ რესტორნებშიც კი იყენებენ. ხორცის „დაწებების“ პროცედურა მარტივია. ხორცის ნაჭრებს ფხვნილს ბლომად აყრიან, ხორცს აძლევენ მომრგვალებული ბიფშტექსის ფორმას. თხევადი გლაზურის მისაღებად, ამატებენ წყალს. შემდეგ კი ხორცს დებენ მჭიდრო კონტეინერსა თუ ცელოფანში. ტოვებენ მაცივარში მთელი ღამით.

ტრანსგლუტამინი უსაფრთხო დანამატია. საფრთხე სხვა რამეშია: როცა ამგვარად დაწებებულ ხორცს ამზადებთ, ის მხოლოდ გარედან იწვება. „შეწებების“ ადგილები კი შეუწველი რჩება. ამ ადგილებში საშიში მიკრობები ჩნდება. გირჩევთ, ამგვარი ხორცი ან მოხარშოთ ან ორთქლზე მოამზადოთ.

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.

Facebook კომენტარები