საცხობი სოდა და ლავანდის ზეთი

სოდის შემაზავებელი თვისებებისა და ლავანდის ანტიბაქტერიული ძალების დახმარებით აღნიშნული პროდუქტები თქვენს კანს ეფექტურად გააჯანსაღებენ. ამ ნაზავის გამოყენებით თქვენ შეძლებთ კანის მკვდარი უჯრედების მოშორებას და ქუსლის ზედაპირის სწრაფ რეგენერაციას უზრუნველყოფთ.

gladkii p9to4ka 600x400 1

ინგრედიენტები

5 ჭიქა წყალი
2 ს/კ საცხობი სოდა
1 ს/კ ლავანდის ზეთი

ჩაასხით გაცხელებული წყალი აბაზანაში და ჩაუმატეთ სოდა ლავანდის ზეთთან ერთად. მოურიეთ მათი წყალში გაზავებამდე და შემდეგ ჩაყავით ფეხები წყალში. 20 წუთის შემდეგ გაიხეხეთ ფეხები პემზას ქვით. გაიმეორეთ ეს პროცეში კვირაში სამჯერ ქუსლის გაჯანსაღებამდე.

gladkie pyatochki sekrety effektivnogo lecheniya giperkeratoza s 1521718884

ნიორი და ქოქოსის ზეთი

ნიორის ანტიბიოტიკური თვისებები და ანთების საწინააღმდეგო ძალები იდეალურად ერწყმის ქოქოსის ზეთის დამატენიანებელ თვისებებს. მათი შეზავებით თქვენ მიიღებთ ძალიან ეფექტურ საშუალებას ქუსლების დასარბილებლად და ნებისმიერი სახის გამომშრალი კანის გასაჯანსაღებლად. ეს ნატურალური ნაზავი იდეალურად ებრძვის ფეხის სოკოსაც. კანის დატენიანებასთან ერთად ეს საშუალება ასევე ეფექტურად დაგირბილებთ მკვრივი კანის ზედაპირებსაც.

ინგრედიენტები

5 თავი ნიორი
2 ს/კ ქოქოსის ზეთი

დაჭერით ნიორი და შეურიეთ ქოქოსის ზეთში პასტის მისაღებად. წაისვით ნაზავი ფეხზე და დაელოდეთ 40 წუთი მაქსიმალური ეფექტისთვის. ჩამოიბანეთ კანი თბილი წყლით და გაიმეორეთ ეს პროცედურა კვირაში სამჯერ.

pyatki

პამიდორი და ზეთისხილის ზეთი

პამიდორში არსებული ანტიოქსიდანტები და ზეთისხილის ზეთში არსებული ცხიმოვანი მჟავები იდეალურად ერწყმის ერთმანეთს. მსგავსი ნაზავი ერთ-ერთ ყველაზე ეფექტურ საშუალებას წარმოადგენს ქუსლის უხეში კანის გაჯანსაღების საკითხში. ეს პროდუქტები ყველაზე მეტად მაშინ დაგეხმარებათ, თუკი თქვენი ქუსლის კანი დაბზარვას დაიწყებს.

ინგრედიენტები

2 მწიფე პამიდორი
2 ს/კ ზეთისხილის ზეთი

დაჭყლიტეთ ორი პამიდორი და შეურიეთ ზეთისხილის ზეთს. წაისვით ნაზავი ფეხზე და გაიჩერეთ 40 წუთის განმავლობაში. შემდეგ ჩამოიბანეთ თბილი წყლით. ეს პროცედურა უნდა გაიმეოროთ ყოველდღე, ძილის წინ.

Facebook კომენტარები