თუ შეამჩნევთ, რომ თქვენი ფრჩხილები სულ უფრო მშრალი ხდება, დაკარგა ჯანსაღი ფერი და ბზინვარება - აუცილებლად სცადეთ ეს მეთოდები!
ფრჩხილის ფირფიტა თანდათან დეფორმირდება და კერატინის მჭიდროდ მიმდებარე ფენებს შორის ჩნდება მცირე ხარვეზები, რომლებშიც შეაღწევს ტენიანობა, ჰაერი და დეკორატიული საფარის სხვადასხვა კომპონენტები. ჩვენი ფრჩხილები აიქერცლება და მუდმივად დატყდება. ამის თავიდან ასაცილებლად, აუცილებელია კერატინის ფენების ზრდის სტიმულირება ვიტამინებითა და მკვებავი ნიღბებით. გაიკეთეთ ზღვის მარილისა და იოდის ხსნარის აბაზანები.
სახლის პროცედურების კომპლექსი მსხვრევადი ფრჩხილების სტრუქტურის აღდგენისთვის
ჟელატინის აბაზანა
რეცეპტი: ავადუღოთ 250 მლ. სუფთა წყალი და გახსნათ მასში 2 ჩაის კოვზი საკვები ჟელატინი. როცა ხსნარი ოდნავ გაცივდება, დაუმატეთ 1 ს/კ ლიმონის წვენი, 1 ს/კ ალოე ვერას წვენი და 10-15 გრ. ზღვის მარილი. აურიეთ ყველაფერი კარგად.
ჩააწყვეთ თითები აბაზანაში და დაელოდეთ 15 წუთს. შემდეგ გაიმშრალეთ ხელები რბილი პირსახოცით.
აღმდგენი ნიღაბი.
გააცხელეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი წყლის აბაზანაში. ზეთს დაუმატეთ 1 ჩაის კოვზი ეთერზეთი და 4 წვეთი იოდის ალკოჰოლური ხსნარი 5%-იანი. წაისვით ნიღაბი თითოეულ ფრჩხილზე და შეიზილეთ მასაჟის წრიული მოძრაობებით. 15 წუთის შემდეგ გაიწმინდეთ თითები ხელსახოცით.
შიას კარაქი გამამკვრივებელი და დამატენიანებელი თვისებებით.
თხელი და მტვრევადი ფრჩხილების ელასტიურობის გასაუმჯობესებლად, შეიზილეთ შიას კარაქი ფრჩხილებსა და ნუნებზე. ამავდროულად, შეგიძლიათ ეს ზეთი წაისვათ ხელების კანზე დასატენიანებლად და ელასტიურობის მოსამატებლად. შემდეგ „სათბურის ეფექტის“ შესაქმნელად ხელებზე ჩაიცვით რეზინის ხელთათმანები. 30 წუთის შემდეგ გაიხადეთ ხელთათმანები, მოაცილეთ დარჩენილი ზეთი ხელსახოცით და დაიბანეთ ხელები თბილი წყლით.
გ ა ი თ ვ ა ლ ი ს წ ი ნ ე თ !
მუდმივი კონტაქტი ცხელ წყალთან, საყოფაცხოვრებო ქიმიკატებთან (ტუტე ხსნარები, ჭურჭლის სარეცხი საშუალებები, სხვა სითხეები აქტიური ინგრედიენტებით და ცხელი წყალი) აუარესებს ფრჩხილის ფირფიტების დამცავ თვისებებს. კერატინის ფენებს შორის ლიპიდების თხელი ფენა განსაკუთრებით დაუცველია, რქოვანი ფირფიტა უფრო ფოროვანი და მტვრევადი ხდება საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მუდმივი ზემოქმედების შემდეგ.
რა უნდა გააკეთოთ: ატარეთ რეზინის ხელთათმანები საშინაო საქმეების შესრულებისას ან ჭურჭლის რეცხვისას; გაიმშრალეთ ხელები წყალთან კონტაქტის შემდეგ და წაისვით დამატენიანებელი, მკვებავი კრემი.