mobliurebi
mobliurebi

ფეხების სიმშრალე გავრცელებული პრობლემაა. გთავაზობთ 8 ყველაზე ეფექტურ რეცეპტს ამ პრობლემის დასამარცხებლად!

ზოგჯერ საოფლე ჯირკვლები საკმარისი არ არის ფეხების სათანადოდ დატენიანებისთვის. საპონი, ცივი ამინდი, დაბალი ტენიანობა, მზის ზემოქმედება, ცხელი შხაპი და დაბერება ფეხების სიმშრალის ყველაზე გავრცელებული მიზეზებია. ეს ქმნის დისკომფორტს, იწვევს გადაჭარბებულ ქავილს ან წვას. ნუ დატოვებთ პრობლემა შეუმჩნევლად!

1. ლიმონის წვენი

ლიმონის მჟავა ხელს უწყობს მკვდარი კანის მოშორებას. ამიტომ რეკომენდებულია ფეხის აბაზანების გაკეთება ლიმონის წვენისგან. 10-15 წუთი საკმარისი იქნება. შემდეგ გამოიყენეთ ფოროვანი პემზა(სახეხი ქვა), რომელიც ეფექტურად მოაცილებს რბილ რქოვანას.

2. ზეითუნის ზეთი

ზეითუნის ზეთის დამატენიანებელი თვისებები შეიძლება იყოს მაშველი მშრალი, დახეთქილი ფეხებისთვის. სამკურნალო ეფექტის გასაძლიერებლად დაამატეთ ლავანდის ან ლიმონის ეთერზეთის რამდენიმე წვეთი. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ქილაში და კარგად შეანჯღრიეთ. წაისვით ეს ხელნაკეთი კრემი დამსკდარ ქუსლებზე გამომშრალ ფეხებზე.

10 Reasons Why You Should get a Foot Massage mobilehome

3. ვაზელინი

ვაზელინის გამოყენება ფეხებზე მშრალი კანის დასატენიანებლად გავრცელებული საშუალებაა. რეკომენდებულია ვაზელინის შეზელა არა მხოლოდ ქუსლებზე, არამედ თითებს შორისაც. საუკეთესო შედეგისთვის, წაისვით ის საღამოს და დაიძინეთ ბამბის წინდებით. ეს საშუალებას მისცემს ვაზელინს უკეთესად შეიწოვოს თქვენს კანში. დილით კი უნდა ჩამოიბანოთ.

हाथों और पैरों के लिए

4. შაქარი

შაქრისგან შეგიძლიათ გააკეთოთ შესანიშნავი სკრაბი, რომელიც შესანიშნავად აშორებს მკვდარ უჯრედებს და შემდეგ მარტივად შეიწოვება დამატენიანებელი კანში. თანაბარი რაოდენობით აურიეთ ზეითუნის ზეთი და ყავისფერი შაქარი. შეიზილეთ ეს სკრაბით 10-15 წუთის განმავლობაში. განსაკუთრებული ყურადღება მიაქციეთ ფეხების ყველაზე უხეში უბნებს. შემდეგ ჩამოიბანეთ ფეხები გამდინარე ცივი წყლით.

Brown sugar and olive oil foot scrub

5. თაფლი

თაფლში ნაპოვნ ბუნებრივ ფერმენტებს შეუძლიათ თქვენი ფეხების განკურნება და ტენიანობის შენარჩუნება. გააჩერეთ ფეხები 10-15 წუთის განმავლობაში თაფლით შერეულ თბილ წყალში. უხეში კანი, რა თქმა უნდა დარბილდება.

bain de pied miel

6. რძე

ის მდიდარია A ვიტამინით და სხვა საკვები ნივთიერებებით, რომლებიც ხელს უწყობენ კანის ჯანსაღ, ბზინვარებას. ის ასევე შეიცავს რძემჟავას, რომელსაც შეუძლია კანის მკვდარი უჯრედების აქერცვლა და ახალი, ჯანსაღი უჯრედების ზრდის სტიმულირება. მოამზადეთ ფეხის აბაზანა რძით. ამისათვის შეურიეთ 5-7 ჭიქა თბილი წყალი და 1 ჭიქა რძე.

Milk Foot Bath e1649147084296

7. სეზამის ზეთი

ეს ძლიერი საშუალება შეიცავს ვიტამინ E-ს და სამი სხვადასხვა ტიპის მჟავას. მას ასევე გააჩნია ანტიბაქტერიული თვისებები. ფეხები თბილ წყალში 10 წუთის განმავლობაში გააჩეროთ, შემდეგ კი სეზამის ზეთით წაისვით. ეს პროცედურა საუკეთესოა ძილის წინ ჩსატარებლად.

foot massage 1

8. კურკუმა

კურკუმა ფეხების შეფერილობას ცოტა გააყვითლებს, თუმცა ეს დროუებითია. ის განსაკუთრებით ეფექტურია იმ ადამიანებისთვის, რომელთა ფეხების სიმშრალე გამოწვეულია ინფექციით, როგორიცაა სპორტსმენის ფეხი. შეურიეთ 3 სუფრის კოვზი კურკუმას ფხვნილი რამდენიმე წვეთ ქოქოსის ზეთს. წაისვით ხსნარი დახეთქილ კანზე, შეიფუთეთ და გააჩერეთ 20-30 წუთი. შემდეგ დაიბანეთ ფეხები თბილი წყლით და საპნით.

Foot Mask 2

არ დაგავიწყდეთ, რომ თქვენს ფეხებსაც სჭირდება დასვენება! ამ საშუალებების დახმარებით კანი რბილი და ჯანსაღი გახდება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება