თითები და ხელები გიშუპდებათ? აქ არის მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი!

xelebis da titebis sheshupeba

თითები და ხელები გიშუპდებათ? აქ არის მისი გამომწვევი რამდენიმე მიზეზი!

შეშუპებული თითები მტკივნეულია, საუკეთესო შემთხვევაში, არასასიამოვნო, ამიტომ მნიშვნელოვანია ადეკვატური მკურნალობის ჩატარება. აქ არის შვიდი შესაძლო მიზეზი, რის გამოც თქვენი თითები შეიძლება შუპდებოდეს.

თითების შეშუპების 7 მიზეზი:

sheshupeba

1. ართრიტი

თითების შეშუპება გამოწვეულია სხვადასხვა სახის ართრიტით. რევმატოიდულ და ფსორიაზულ ართრიტს ახასიათებს იმუნური სისტემის გადაჭარბებული რეაქცია, რაც იწვევს სახსრების ანთებას და ტკივილს! მეორეს მხრივ, ოსტეოართრიტი ვითარდება ხრტილის დაშლის დროს. ეს ყველაფერი შეიძლება მოხდეს ნებისმიერ სახსარში, მაგრამ თითებს აქვთ უფრო მეტი ცვეთა.

თუ შეშუპება ლოკალიზებულია სახსრის ან სახსრების გარშემო, ეს სავარაუდოდ ართრიტია. თითები შეიძლება გახდეს წითელი და იყოს მეტად მგრძნობიარე.

2. ზაფხული

ზაფხულის ცხელმა დღეებმა შეიძლება გამოიწვიოს თითების შეშუპება. ადამიანები ამ მდგომარეობასი ხვდებიან უფრო ხშირად მაშინ, თუ სიცხეს შეჩვეული არ არიან. სიარული, დგომა, ნებისმიერი დაძაბული მოძრაობა რთულდება მაღალ ტემპერატურაზე. განმუხტვის მიზნით, საჭიროა ხშირად დასვენება.

3. ჭარბი მარილი

როდესაც თქვენ მოიხმართ ბევრ ნატრიუმს, ის გროვდება თქვენს სისხლში. თქვენი სხეული ცდილობს მის განზავებას სითხის შეკავებით. შემდეგ კი ეს დაგროვილი სითხე ლოკალიზდება სხეულის სხვადასხხვა ადგილას, მათ სორის თითებშიც.

ამის თავიდან ასაცილებლად საუკეთესო საშუალებაა მარილის მოხმარების შემცირება.

4. განმეორებადი მოძრაობები

კომპიუტერთან მუშაობ მთელი დღე? ამან შეიძლება გამოიწვიოს მყესების ანთება, რომელსაც ეწოდება ტენდოვაგინიტი. ეს იწვევს სახსრების შეშუპებას, ტკივილს, სიწითლეს და მგრძნობელობას. აქტივობებმა, როგორიცაა აკრეფა და ინსტრუმენტებზე დაკვრა, შეიძლება მიდრეკილი გახდეთ ტენდოვაგინიტისკენ.

5. ვარჯიში

ვარჯიშის დროს თითებში მიდის სისხლის აქტიური ნაკადი, რის შედეგადაც სისხლძარღვები აკომპენსირებენ გაფართოებას და ჩნდება შეშუპება. თუ ბევრ მარილს მიირთმევთ და ცხელ ამინდში მუშაობთ, ეს კიდევ უფრო აშკარა და სავარაუდოა.

6. მოტეხილობა

თუ ტრავმის შემდეგ თქვენი თითი შეშუპებულია, შეიძლება გქონდეთ მოტეხილობა ან სისხლჩაქცევა. მცირე მოტეხილობასაც კი შეუძლია მთელი მკლავის გადაადგილება, ამიტომ ექიმთან ვიზიტი აუცილებელია. შეასრულეთ სისტემატური ვარჯიშები თითებზე შეშუპების შესამცირებლად, რაც აადვილებს მობილობის აღდგენას.

7. ცელულიტი

თითის წვერებზე და ჭრილობებზე ზრუნვა ძალიან მნიშვნელოვანია. წინააღმდეგ შემთხვევაში, ბაქტერიები შედიან თქვენს კანში, რაც იწვევს კანის ქვეშ ბაქტერიულ ინფექციას, რომელსაც ეწოდება ცელულიტი. საერთო სიმპტომებია შეშუპება, მგრძნობელობა, სიმხურვალე და სიწითლე თითზე.

ცელულიტი, რომელიც ჩვეულებრივ გამოწვეულია ოქროსფერი სტაფილოკოკით, გავლენას ახდენს კანის ღრმა შრეებზე. ადრეული მკურნალობა არის ძირითადი ფაქტორი გართულებების თავიდან ასაცილებლად. ანტიბიოტიკები საუკეთესო მკურნალობაა, მაგრამ ისეთივე კარგია ბუნებრივი საშუალებები, როგორიცაა ჩაის ხის ზეთი, ნიორი და ლავანდის ზეთი.

Facebook კომენტარები