mobliurebi
mobliurebi

ფრჩხილის სოკოს სამკურნალო რეცეპტები სახლის პირობებში - 4 ალტერნატიული გზა!

თქვენ შეგიძლიათ თავად მოამზადოთ ეს საშუალებები. შემდეგ ის უბრალოდ უნდა წაისვათ ფრჩხილებზე, გაიჩეროთ 15 წუთის განმავლობაში და ჩამოიბანოთ... ასე რომ, თუ სწრაფი შედეგი გჭირდებათ, გამოიყენეთ ეს რეცეპტი!

მხოლოდ 3 კომპონენტი და თქვენ დაივიწყებთ ქავილს, უსიამოვნო სუნს, აქერცვლას და სოკოსგან გამოწვეულ სხვა სიმპტომებს.

frchxilis soko

ინგრედიენტები:

  • სპირტი
  • წყალბადის ზეჟანგი
  • ძმარი

მომზადება:

აიღეთ ყველა ინგრედიენტი 1:1:1 თანაფარდობით და აურიეთ. შემდეგ წაისვით ფრჩხილის ფირფიტებზე და კანის პრობლემურ უბნებზე, გაიჩერეთ 15 წუთი. ამ დროის გასვლის შემდეგ კარგად დაიბანეთ ფეხები.

ეს პროცედურა უნდა გაიკეთოთ დილით და საღამოს. ერთი კვირის განმავლობაში სოკოს კვალი აღარ დარჩება.

იაფი, მარტივი და ეფექტური!

ბონუსად, ჩვენ გთავაზობთ მკურნალობის კიდევ 3 ალტერნატიულ ვარიანტს:

1 - ჭიქა წყალში დაამატეთ 1 ს.კ. ნიშადური და დაასველეთ ქსოვილი ხსნარში. შეიხვიეთ თითი, ზემოდან კიდევ პოლიეთილენის პარკი და ჩაიცვით წინდა. გაიმეორეთ პროცედურა 5 დღის განმავლობაში, სანამ დაავადება მთლიანად არ გაქრება.

2 - შეურიეთ ქათმის კვერცხი, 1 ს.კ. ძმარი, მცენარეული ზეთი და 1 ჩ.კ. დიმეთილ-სულფოქსიდი. მომზადებული მალამო შეინახეთ მხოლოდ მაცივარში. ძილის წინ შეიზილეთ სოკოთი დაზიანებულ ადგილებში, ზემოდან შემოახვიეთ პარკით და ჩაიცვით წინდები. 5 დღის შემდეგ თქვენი ფრჩხილები ჯანმრთელი იქნება.

3- შეიძინეთ პროპოლისის 20%-იანი ნაყენი და გამოიყენეთ ბამბის ტამპონი, რომ შეიზილოთ იგი სოკოთი დაზიანებულ ფრჩხილებსა და კანში. განაგრძეთ მკურნალობა მანამ, სანამ არ გაქრება დაავადების კვალი.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება