ერთი შეხედვით დაუჯერებელია, მაგრამ ფაქტია, რომ თქვენი ჯანმრთელობა გარკვეულწილად დამოკიდებულია ჭურჭელზე რომელსაც მოიხმართ. მიუხედავად იმისა, რომ დღესდღეობით იშვითად იყენებენ სპილენძს სამზარეულოში, უნდა გვახსოვდეს, რომ ის სასარგებლოა ჩვენი ჯანმრთელობისთვის, გაეცანით სასარგებლო ინფორმაციას და გაიგეთ მეტი ამის შესახებ!
როგორ მოქმედებს სპილენძი ორგანიზმზე? : ამ ლითონს უძველესი დროიდან იყენებდნენ სამედიცინო დანიშნულებით, ჯერ კიდევ ძველ ეგვიპტესა და ინდოეთში სასმელ წყალს სწორედ სპილენძის ჭურჭელში ათავსებდნენ, ამით აკონსერვებდნენ მის სასარგებლო თვისებებს და ხდიდნენ მოხმარებისთვის უსაფრთხოს. მეცნიერების დასკვნით, სპილენძის დიდი რაოდნეობა მავნებელია ორგანიზმისთვის, თუმცა მცირე დღიური ნორმა საოცარ გავლენას ახდენს ორგანიზმზე.
სპილენძს სასარგებლო თვისებები: აუმჯობესებს ტვინის ფუნქციონირებას: სპილენძი არის მიკრონუტრიენტი, რომელიც აღადგენს და აწარმოებს მიელინის გარსს, სწორედ ესაა ნერვული სისტემისა და ტვინის ფუნქციონირებისთის უმნიშვნელოვანესი.აუმჯობესებს სახსრების მდოგმაროებას: სპილენძი დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ხრტილები, რაც პირდაპირ განსაზღვრავს სახსრების მდგომარეობას.საჭმლის მომნელებელი სისტემა; სპილენძის დღიური ნორმის მიღება ეხმარება ორგანიზმს მონელების პროცესის გაუმჯობესებაში, ის კლავს მავნე ბაქტერიებსა და მიკროორგანიზმებს.
აბალანსებს ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირებას: ფარისებრი ჯირკვლის დარღვევები ხშირად სწორედ ორგანიზმში სპილენძის დეფიციტთანაა დაკავშრებული. სპილენძს დღიური ნორმის მიღება დაეხმარება ფარისებრი ჯირკვლის ფუნქციონირების დაბალნსებას.ეხმარება გულ-სისხლძარღვთა სისტემას: სპილენძი ამცირებს არტერიულ პრობლემებს, აფართოებს სისხლძარღვებს და ეხმარება სისხლის უკეთ მიმოქცევას, დადებითად მოქმედებს გულის მუშაობაზე და ხელს უშლის სისხლძარღვების დაცობას.
აძლიერებს თმას; მელანინის წარმოებაში სპილენძი ერთ-ერთი მნიშვნელოვანი კომპონენტია. სპილენძი ეფექტურად აძლიერებს თმას, მას ხშირად ქიმიოთერაპიის შემდეგ თმის აღდგენის მიზნითაც კი იყენებენ.აუმჯობესებს კანს; სპილენძს პეპტიდები ეხმარება კანს უჯრედების აღდგენაში, განსაკუთრებით სასარგებლოა მათთვის ვისაც მშრალი კანი აქვს. ის ზრდის კოლაგენის წარმოებას და აუმჯობესებს კანის ელასტიურობას.