ჭარხალის დიეტა
ინგრედიენტები:
- 2 ჭარხალი
- 2 კიტრი
- 2 კარტოფილი
- 2 მოხარშული კვერცხი
- 0.5ლ. კეფირი
- 20გ. კამა
- 20გ. ოხრახუში
- 10გ. მწვანე ხახვი
- 50მლ. არაჟანი
- მარილი და პილპილი გემოვნებით
მომზადება
გააცხელეთ ღუმელი 180 გრადუსამდე. გარეცხეთ ჭარხალი კარგად, გააშრეთ და შეფუთეთ ფოლირებულ ქაღალდში. შემდეგ მოათავსეთ საცხობ დაფაზე და შედგით ღუმელში 50-60 წუთის განმავლობაში.
პარალელურად დაჭერით კიტრი და მწვანე ხახვი. მოხარშეთ კარტოფილი გაუთლელად. მოხარშეთ კვერცხები. გამოიღეთ ღუმელიდან ჭარხალი გასაგრილებლად და გათალეთ. მოათავსეთ ყველა ინგრედიენტი ღრმა ჯამში და დაუმატეთ კეფირი, დაჭრილი კარტოფილი, შუაზე გაჭრილი კვერცხები და 50გ. არაჟანი.
სასარგებლო თვისებების გასამდიდრებლად შეგიძლიათ კერძს დაუმატოთ ნიორი და სუნელები. არ დააყაროთ ჭარხალს ზედმეტად ბევრი მარილი, თორემ იგი წონის დაკლებაში აღარ დაგეხმარებათ.
ჭარხლის კერძი იდეალურად ინახება მაცივარშიც და მას მარტივად და გემრიელად მიირთმევთ მეორე დღესაც. იგი მაცივარში 2 დღის განმავლობაში ინარჩუნებს სასარგებლო თვისებებს. მისი სუპი ასევე იდეალური დანამატი იქნება თქვენი ჭარხლის და კეფირის დიეტის დაცვის დროს. ამ დიეტის დახმარებით კვირაში 5 კილოს დაკლებას მოახერხებთ.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.