mobliurebi
mobliurebi

ხილითა და შვრიის ფაფით სავსე თეფში, ან ტკბილი იმუნიტეტის გასაძლიერებელი სქელი სასმელის მიღება დილით ადრიანად შესანიშნავად ჟღერს,ასეა ხომ? ახალი გამოკვლევები ადასტურებს დიდი ხნის რწმენას იმის თაობაზე, რომ საუზმე ჭეშმარიტად წარმოადგენს ყველაზე მნიშვნელოვან კვებას დღის განმავლობაში.

 

o MORNING COFFEE facebook

 

Journal of Nutrition–ში 2020 წლის 31 დეკემბერს გამოქვეყნებული ახალი კვლევით განალიზებული იყო მრავალი ქალის სხეულის წონის ცვლილებები სამწლიანი პერიოდის განმავლობაში. მკვლევარები აკვირდებოდნენ მათი საუზმისა და კვების სიხშირეს. ქალთა მეოთხედმა მათ შეატყობინეს, რომ საუზმეს ყოველდღიურად მიირთმევდნენ. საერთო ჯამში, კვლევამ აჩვენა, რომ 2008-დან 2011 წლამდე მონაწილეთა 18.4%–მა 5 კილოგრამი ან მეტი მოიმატა. ამასთან, შედეგების მიხედვით წონის მომატების მაჩვენებელი იმ ქალებში, რომლებიც დილით ჭამდნენ,7%–ით დაბალ ნიშნულს ინარჩუნებდა მათთან შედარებით, ვინც მთლიანობაში უარს ამბობდნენ საუზმეზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

 

”რეგულარული საუზმე სხეულის წონის ცვლილებისთვის შესაძლოა მნიშვნელოვან დიეტურ ფაქტორს წარმოადგენდეს”, - დაასკვნეს კვლევის ავტორებმა. ამ თეორიას მხარს უჭერენ სხვა ექსპერტებიც, ასევე ზოგიერთმა დიეტოლოგმა თქვა, რომ გაღვიძებიდან ერთ საათში ჭამა შესანიშნავია იმისთვის, რომ დილის საათებში ენერგია შეინარჩუნონ. ამასთანავე, სხვა გამოკვლევებმაც აჩვენა, რომ ცილით მდიდრი საკვების მიღება ვარჯიშამდე გამოსადეგია ცხიმის წვისა და ვარჯიშის დასრულების შემდეგ ნოყიერების შესანარჩუნებლად, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ოფლის გამოყოფის წინ ნოყიერი საუზმის მირთმევა შესაძლოა სასარგებლო იყოს ჯანმრთელობისა და წონაში დაკლებისათვის.

როგორ ვისაუზმოთ სწორედ?

როგორც უკვე ავღნიშნეთ, გაღვიძებიდან ერთი საათის შემდეგ იდეალური დროა საუზმობისთვის, თუმცა ასევე, როგორც ექიმები გვირჩევენ, იდეალური დრო საუზმისთვის დილის 7- დან 9 საათამდეა.

დიეტოლოგები ფიქრობენ, რომ იდეალური საუზმე უნდა შეიცავდეს დღის ნორმის 1/3 ცილას, 2/3 ნახშირწყლებს და 1/5 - ზე ნაკლები რაოდენობის ცხიმს და რა თქმა უნდა, ვიტამინ C-ს.

დავიწყოთ ცილით. ის გმუხტავთ მთელი დღის მანძილზე. მას შეიცავს: კარაქი, თევზი, კვერცხი, რძის პროდუქტები, თხილი, მზესუმზირა და სოკო.

ნახშირწყლები - ის გინარჩნებთ ენერგიას, რომელიც აუცილებელია ორგანიზმის გასაღვიძებლად. მისი მიღება უმჯობესია არა შაქრის და არაჯანსაღი პროდუქტების მეშვეობით, არამედ ხილისა და რძის პროდუქტების მიღებითაც. კარგი იქნება, თუ დილით მიირთმევთ შვრიის ფაფას და პურს, რომელიც დიდი რაოდენობით ხორბალს შეიცავს.

შვრია

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება