უნიკალური კომპრესი, რომლის საშუალებითაც შეძლებთ მტანჯველი ტკივილებისგან გათავისუფლებას!
ართრიტი სახსრების ანთებაა, რომელიც სახსრის 100-ზე მეტ სხვადასხვა პათოლოგიას აერთიანებს. მათ შორის ორი ყველაზე გავრცელებული ფორმაა - ოსტეოართრიტი და რევმატოიდული ართრიტი.
ართრიტის სიმპტომები როგორც წესი ეტაპობრივად ვითარდება, თუმცა იშვიათ შემთხვევებში შესაძლოა მოულოდნელადაც გამოვლინდეს. იგი ჩვეულებრივ გვხვდება 65 წლის ზემოთ ადამიანებში, მაგრამ არსებობს ბავშვებსა და ახალგაზრდებში განვითარების საკმაოდ მაღალი ალბათობაც.
ართრიტი ქალებში უფრო ხშირად გვხვდება ვიდრე კაცებში, ასევე გავრცელებულია ჭარბწონიან ადამიანებში.
მიუხედავად იმისა, რომ კომბოსტო საკმაოდ დაბალკალორიული ბოსტნეულია, იგი ვიტამინების მნიშვნელოვანი წყაროა. განსაკუთრებით K ვიტამინია დიდი რაოდენობით. ზუსტად ეს ვიტამინია საჭირო ჩვენი ორგანიზმის სწორად ფუნქციონირებისთვის.
სახსრების ტკივილი, შებოჭილობა და შესივება ართრიტის ყველაზე გავრცელებული ნიშნებია. ასევე შესაძლოა გამოიწვიოს მოძრაობის გართულება და სახსრის ირგვლივ კანის შეწითლება. ხშირ შემთხვევაში ართრიტის ნიშნები ბევრად უფრო აშკარად არის გამოხატული დილით.
კომბოსტო ყოველთვის ხელმისაწვდომია. უხსოვარი დროიდან, იგი როგორც საკვები, ისე წამალიცაა. ხალხს, როგორც კი რამე შეაწუხებს, მაშინვე კომბოსტოს მიმართავს.
საჭირო ინგრედიენტები:
- კომბოსტო
- პარკი
- ალუმინის ფოლგა
- თაფლი
კომბოსტოს ფოთოლი კარგად გარეცხეთ, ცომის საბრტყელებელით დაამუშავეთ ისე, რომ წვენი გამოუვიდეს და გაახვიეთ ფოლგაში. შემდეგ შედეთ ღუმელში და გააცხელეთ 40 გრადუს ტემპერატურაზე.
ფოთოლზე წაუსვით თაფლი და დაიდეთ დაავადებულ სახსარზე. ზემოდან შემოიხვიეთ პარაკი. კომბოსტო დაიტოვეთ 1 საათი, შეგიძლიათ მთელი ღამითაც დაიტოვოთ.
თუ ცივი საფენი გირჩევნიათ, მაშინ კომბოსტოს ფურცელი გამოყენებამდე 1 საათით შედეთ მაცივარში.
სასურველი ეფექტის მისაღებად სამკურნალო პროცედურები ჩაიტარეთ დღეში 2-3-ჯერ.