ეფექტური მკურნალობის რეცპტები მათთვის, ვისაც ტონზილიტი, ბრონქიტი ან ანგინა აქვს ! 

წელიწადის ცივ პერიოდში მე და ჩემი ოჯახის წევრები ხშირად ვცივდებით. ზოგჯერ გაციება გვირთულდება ანგინით, სურდოთი, ხველებით და ფილტვების ანთებითაც კი. ანტიბიოტიკების მიღებისგან თავის შეკავებას ვცდილობთ, მითუფრო, რომ ამ შინაური წამლის წყალობით მათი გამოყენება აღარც კია აუცილებელი:

დაგჭირდებათ 3-5 წლის ალოე. 2 კვირის განმავლობაში ნუ მორწყავთ. მერე მოაჭერით ტოტი და 7 დღით შეინახეთ მაცივრის ქვედა თაროზე ბოლოთი ზემოთ. მერე წვრილად დაკეპეთ. დაკეპილი ალოეთი ნახევრამდე შეავსეთ მინის ქილა, დააყარეთ იმდენი შაქარი, რომ ალოეს 2 სმ-ით ასცდეს, ქილას თავი მოუკარით ორფა დოლბანდით და დღით დატოვეთ ოთახის ტემპერატურაზე.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ამის შემდეგ ქილა ბოლომდე შეავსეთ წყლით, მჭიდროდ დაახურეთ თავსახური და კიდევ 3 დღე გააჩერეთ. მიიღეთ 1 სუფრის კოვზი (ბავშვებს მიეცით 1 ჩაის კოვზი) დღეში 3-ჯერ, ჭამის წინ, გამოჯანმრთელებამდე.

აიღეთ წითელი ჭარხალი, გამოწურეთ 1 ჩაის ჭიქა წვენი, დაასხით 1 სუფრის კოვზი
ძმარი და 2-3 საათით დააყენეთ, შემდეგ გაფილტრეთ. გამოივლეთ ყელში. შეგიძლიათ, 1-2 სუფრის კოვზი დალიოთ კიდეც.

მოხარშეთ 1 ჭიქა წყალში 3 ჩაის კოვზი მშრალი, დაქუცმაცებული ხახვის ფურცელი.
დააყენეთ 4 საათით. გაფილტრეთ და ყელში გამოივლეთ. ჭარხალიც და ხახვიც უხვად შეიცავს იმუნიტეტის მოსაძლიერებელ ბუნებრივ საშუალებებს, ამიტომ მათი დახმარებით არათუ უკვე ჩამოყალიბებულ ანგინას დაამარცხებთ,
არამედ მის განმეორებასაც აღუდგებით წინ.

აიღეთ 1,5 ჭიქა ანისულის თესლი და დაასხით იმავე მოცულობის ცივი წყალი, შე-
დგით ცეცხლზე და ადუღეთ 15 წუთი. როცა შეგრილდება, გაფილტრეთ და შეურიეთ 1
ჭიქა ცაცხვის თაფლი, მერე კვლავ ცეცხლზე შემოდგით და კიდევ ერთხელ წამოადუღეთ. ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, ვიდრე გაცივდება, დაამატეთ 1 სადილის კოვზი კონიაკი.

სწრაფი ეფექტისთვის უნდა ასვათ თითო ჩაის კოვზი ნახევარ საათში ერთხელ. ნახარშის სმა 10 დღემდე შეიძლება, ვიდრე ყელი არ დაცხრება და ანგინა უკან არ დაიხევს. ტონზილიტის დროს კარგია ნემსიწვერას ნახარშიც:

2 სადილის კოვზ დაქუცმაცებულ ნემსიწვერას უნდა დაასხათ 2 ჭიქა თბილი ანადუღარი წყალი და 6-8საათით სიგრილეში დადგათ, დროდადრო კარგად მოურიოთ. ნაყენი უნდა სვათ მთელი დღის განმავლობაში მცირე ულუფებით, ოდნავ შემთბარი.

Facebook კომენტარები