უნიკალური მცენარის სამკურნალო რეცეპტი, საოცარია !

ის უამრავი დაავადების მკურნალია! მარტივი მოსამზადებელი საშუალება, რომელიც თქვენს ორგანიზმს გააჯანსაღებს და მრავალ დაავადებას დათრგუნავს

“ქაცვს საუკეთესო სამკურნალო თვისებები აქვს, განსაკუთრებით ეფექტიანია ქაცვის ზეთი. მე პირადად კუჭის წყლულის სამკურნალოდ უკეთესი საშუალება არ მეგულება. თორმეტი წლის წინათ მოვირჩინე ქაცვის ზეთით კუჭის წყლული და მას შემდეგ თავი აღარ შეუხსენებია. ორგანიზმში ყველანაირი ვიტამინის დეფიციტს შეავსებს დღეში ერთი ჭიქა ქაცვის ზეთი.

სამკურნალოდ გამოიყენება ქაცვის ტოტების ქერქი და თესწვენი, რომელიც მისი ნაყოფისგან იწურება. ქაცვისაგან ვამზადებ ჟელეს, რომელსაც მთელი ზამთარი ვიყენებ: გარეცხილი, კარგად გამშრალი ქაცვი გაწურეთ წვენსაწურში. წვენს დაუმატეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი . ნარევი უნდა შეათბოთ ცეცხლზე 4°C-მდე (მეტი არ შეიძლება) და განუწყვეტლივ ურიოთ,ვიდრე შაქარი არგაიხსნება. შემდეგ ცხელი ნარევი ჩაასხით გასტერილებულ ქილებში. ამგვარად მომზადებული ჟელე კარგად ინახება და თანაც ვიტამინებს ინარჩუნებს. მას იყენებენ ორგანიზმის დასუსტებისას, იმუნიტეტის დაქვეითებისას, ნებისმიერი დაავადებისას, ალერგიის გარდა. ქაცვის ზეთი აფთიაქებში იყიდება. თითო ჩაის კოვზი მიიღეთ ყოველ დილით უზმოზე, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. ეს სასარგებლოა ჯანმრთელობის შენარჩუნებისა და ხანგრძლივი სიცოცხლისათვის”.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

ექიმის კომენტარი: გარდა ამ ყველაფრისა, მას აქვს ანტიბაქტერიული თვისებები — აფერხებს არაერთი ბაქტერიის ზრდას. ქაცვის ზეთი აქვეითებს კუჭის წვენის სეკრეციას, აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში, აჩერებს ათეროსკლეროზული პროცესის პროგრესირებას, მდიდარია E, B1, B2, B6 და P ვიტამინებით, ორგანული მჟავებით, ფოსფოლიპიდებით, მცენარეული სტერინებით.

წყარო: სტატია მომზადებულია “კარაბადინზე” დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:აი, რატომ უნდა გქონდეთ კუპრის საპონი სახლში. გაიგეთ მისი სასარგებლო თვისებების შესახებ

Facebook კომენტარები