mobliurebi
mobliurebi

გრიპის და გაციების 6 ხელმისაწვდომი საშუალება. მოიშორეთ დაავადებები აბების და წამლების გარეშე!thumb 13

ცივ სეზონზე სუსტი იმუნიტეტის მქონე ადამიანებს ხშირად უჩნდებათ გრიპი და გაციება. ყველამ იცის, რა ძნელია მტკივნეული მდგომარეობით ადგომა საწოლიდან და რაღაცის გაკეთება. რომ აღარაფერი ვთქვათ იმ ფაქტზე, რომ ადამიანს სჭირდება აფთიაქში წასვლა და მილიონობით წამლის არჩევა, რომელიც სწრაფად ფეხზე დადგომას გვპირდება. ამის ნაცვლად, თქვენ შეგიძლიათ სახლში შეინახოთ რამდენიმე აუცილებელი ნივთი, რომელიც დაგეხმარებათ გაციებისა და გრიპის წინააღმდეგ ბრძოლაში.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

გაგაცნობთ ექვს პროდუქტს, რომელიც ყოველთვის უნდა გქონდეთ სახლში.

ლიმონი
ჩააწურეთ ნახევარი ლიმონი თბილ ჩაიში ან წყალში და დალიეთ. ეს მეთოდი ხელს შეუწყობს ყელის ტკივილის შემსუბუქებას.

თაფლი
თაფლი დაგეხმარებათ ყელის ტკივილისა და ცხელების შემსუბუქებაში. მიიღეთ 1 ჩ. კ. თაფლი 0,5 ლიტრ თბილ წყალთან ერთად. დალიეთ ყოველ ნახევარ საათში. ასევე, გაციების დროს შეგიძლიათ თაფლი გააზავოთ თბილი რძით (1 სუფრის კოვზი 1 ჭიქა რძეზე) და დალიოთ ძილის წინ.

ნიორი
ნივრის ჭამა აძლიერებს იმუნიტეტს. თუ შეჭამთ რამდენიმე კბილ ნიორს, როგორც კი ავად გახდებით, მაშინ გაციება ჩვეულებრივზე ნაკლეიბ დროით გაგრძელდება. გაციების დროს უმჯობესია მიირთვათ ახალი ნიორი.

ვაშლის ძმარი
ლიმონის მსგავსად, ვაშლის ძმარი დაგეხმარებათ ბაქტერიებისა და ვირუსების წინააღმდეგ ბრძოლაში. ყელის ზომიერი ტკივილის დროს ამ სასმელის გაკეთება დაგეხმარებათ. აუცილებელია 1 ჩ/კ ვაშლის ძმრის ჩასხმა 1 ჭიქა წყალში. ეს ხსნარი  გამოივლეთ ყოველ ორ საათში ერთხელ.

ჯანჯაფილი
ჯანჯაფილის ფესვი გაციების ჯადოსნური საშუალებაა. ის მყისიერად ხსნის სიმპტომებს და ეხმარება ვირუსებთან ბრძოლაში. კოჭას იყენებენ გაციების დროს არომატული და გემრიელი ჩაის დასამზადებლად. ჯანჯაფილის ჩაი უმჯობესია დალიოთ დილით და მთელი დღის განმავლობაში, მაგრამ არა ძილის წინ. ჯანჯაფილი დაჭერით თხელ ნაჭრებად, მოათავსეთ ჭიქაში, დაუმატეთ რამდენიმე მწვანე ჩაის ფოთოლი და 2 ნაჭერი ლიმონი. დაასხით მდუღარე წყალი.

ვისკი
დიახ, თქვენ სწორად წაიკითხეთ. ამ სასმელის მცირე რაოდენობამ შეიძლება ხელი შეუწყოს გაციების სიმპტომებს. ცნობილია, რომ ძველი შოტლანდიელები გაციების დროს სვამდნენ ვისკის და ამზადებდნენ გამათბობელ კომპრესებს. ჩაის დაამატეთ ამ სასმელის რამდენიმე წვეთი და მიირთვით. მაგრამ ეს არავითარ შემთხვევაში არ უნდა გაკეთდეს, თუ ტემპერატურა გაქვთ.

ჩვენ ასევე გირჩევთ მოამზადოთ იმუნოსტიმულატორული საშუალებები ზემოთ წარმოდგენილი ინგრედიენტებით.

თაფლისა და ნივრის წამალი

ინგრედიენტები- ერთი თავი ნიორი, თაფლი.

მომზადება- გააცალეთ ნიორს კანი. გამოიყენეთ დიდი დანის ბრტყელი მხარე ნივრის კბილის დასაჭერად. ნიორი ჩაყარეთ ქილაში და დაასხით ზემოდან თაფლი. თაფლის რაოდენობა იმდენი უნდა იყოს, რომ ნიორი სულ დაიფაროს თაფლით. დაახურეთ ქილას თავსახური და განათავსეთ ბნელ ადგილას 5 დღით. მას შემდეგ, რაც წამალი მზად იქნება, შედგით მაცივარში, რათა ის მოსახერხებელი იყოს მთელი სეზონის განმავლობაში.

ვისკის სიროფი მოზრდილებისთვის10 4

ინგრედიენტები- 4 ს. კ. ვისკი, 1/2 ლიმონი, 8 ს. კ.წყალი (სურვილისამებრ), 1 ს. კ. თაფლი.

მომზადება-შეურიეთ ერთმანეთს ვისკი, ლიმონის წვენი და წყალი ჭიქაში და მიკროტალღურ ღუმელში დაახლოებით 45 წამის განმავლობაში შედგით. დროის გასვლის შემდეგ გამოიღეთ ჭიქა და დაუმატეთ თაფლი. აურიეთ და შედგით მიკროტალღოვან ღუმელში კიდევ 45 წამი.

შეინახეთ ყველა ეს ჯანსაღი საკვები სახლში ყოველი შემთხვევისთვის. ისინი დაგეხმარებათ გაციების წინააღმდეგ ბრძოლაში და გრიპის სიმპტომების შემსუბუქებაში. მაგრამ თუ დაავადება ჯერ კიდევ არ არის პირველ ეტაპზე, მაშინ, რა თქმა უნდა, საჭიროა რაც შეიძლება მალე დაუკავშირდეთ კვალიფიციურ ექიმს.

გაუზიარეთ ეს სასარგებლო სტატია თქვენს მეგობრებს, გაუფრთხილდით მათ ჯანმრთელობას.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება