სიყვარულს ყველაფერი შეუძლია. ის გადალახავს მთებს, გადაცურავს ზღვას და შეცვლის ცხოვრებას. არ არსებობს ისეთი რამ, რასაც სიყვარული ვერ გაუძლებს. გარდა ხვრინვისა…იცოდით, რომ განქორწინების მიზეზებს შორის ხვრინვა მესამე ადგილასაა?
ეს სტატიაა მათთვისაა, ვისაც ზუსტად ეს ცუდი ჩვევა აწუხებს. 10 მარტივი რჩევა, რომელიც ხვრინვას გადაგაჩვევთ.
დაიძინეთ თქვენ მხარეს: როცა თქვენ ზურგზე გძინავთ, ამ დროს ენის ნაწილი და რბილი სასა ეხახუნება ხახის შევიწროვებულ კედლებს. ეს კიდე იმ გამაღიზიანებელ ხმას წარმოქმნის, რასაც ჩვენ ხვრინვას ვეძახით. თუ თქვენ ერთ მხარეს დაწვებით, ეს დაეხმარება ხახას იყოს ღია. ხვრინვა შეწყდება.
წონის დაკლება: ეს იგივეა, როგორც წინა პუნქტი. თუ ზედმეტი წონის ხართ, ფილტვები და ყელი ჰაერს ბლოკავს. ეს კი ხვრინვას იწვევს. თუმცა ეს ერთადერთი პრობლემა არაა. ზედმეტი წონა ზრდის იმის შანსს, რომ ძილის აპნოე დაგემართოთ.
ისუნთქეთ ცხვირით: პირით სუნთქვა ხვრინვას ხშირად იწვევს. ამიტომ შესანიშნავი იდეაა, თუ გადაწყვეტთ, რომ სუნთქვისას ცხვირი გამოიყენოთ. ეს უკანასკნელი ძილის წინ კარგად მოიწმინდეთ.
გამოიყენეთ ცხვირის ზოლები: თუ თქვენი პარტნიორი ან თქვენ ცხვირის შეშუპების გამო ძილის დროს ხვრინავთ, გამოიყენეთ ცხვირის ზოლები, რომლებიც დაგეხმარებათ გაისუფთავოთ ნაზალური გზები, გაიუმჯობესოთ სუნთქვა, შეამციროთ ხვრინვა.
იმკურნალეთ გამრუდებულ ძგიდზე და რინიტზე: თუ ხვრინვის წინააღმდეგ არაფერი გამოგდით, მიაკითხეთ ექიმს. გამრუდებული ძგიდი, რინიტი და სხვა სამედიცინო პრობლემები შეიძლება იყოს დაუმარცხებელი ხვრინვის მიზეზი.
ყურები დაიხშეთ: თუ თქვენი პარტნიორის ხვრინვა საშინლად გაწუხებთ, მარტივი მეთოდი სცადეთ: უბრალოდ ძილისწინ ყურები დაიხშეთ.
ნატურალური მკურნალები: ხვრინვის საწინააღმდეგოდ ნატურალური მეთოდებიც შეგიძლიათ სცადოთ. 2 ჭიქა ადუღებულ წყალში 1 ჭიქა გამხმარი ჭინჭარი ჩაყარეთ. დაელოდეთ 10-15 წუთი. შემდეგ კი მიირთვით ძილის წინ.
სახლი კარგად გაწმინდეთ: ხვრინვის ერთ-ერთი მიზეზი ალერგიაა. ამიტომ აუცილებელია სახლი ხშირად გაწმინდოთ, განსაკუთრებით – საძინებელი.
დააკვირდით თქვენს დიეტას: მოერიდეთ ალკოჰოლსა და მძიმე საჭმელს. ალკოჰოლი ყელის კუნთებს ადუნებს, რაც ხვრინვის წინაპირობაა.
დაიძინეთ სხვადასხვა ოთახში
თუ არაფერმა არ გაჭრა და თქვენი პარტნიორის ხვრინვა კვლავ გაწუხებთ, მიმართეთ ექსტრემალურ გზას: დაიძინეთ სხვა ოთახში.