რა უზრუნველყოფს ტვინის ხანგრძლივ სიჯანსაღეს?
სიჯანსაღის შენარჩუნების უპირველეს მეთოს ორგანული საჭმელებისგან შედგენილი დიეტა წარმოადგენს. თქვენს მენიუში ძირითადად უნდა შედიოდეს გადაუმუშავებელი, ადგილობრივი ორგანული პროდუქტები. ასეთი საჭმელების საუკეთესო მაგალითებს წარმოადგენენ უმი ბოსტნეული და ხილი. მათი მირთმევით თქვენ ორგანიზმის მიერ ინსულინის გადამუშავების პროცესებს მნიშვნელოვნად გაიუმჯობესებთ.
D ვიტამინი
მეცნიერებმა აღმოაჩინეს კავშირი D ვიტამინის ნაკლებობასა და პარკინსონის დაავადების ნაადრევად წარმოქმნის პროცესებს შორის. D ვიტამინის მაღალი ოდენობით მიღება მსგავსი პრობლემებისგან ეფექტურად დაგიცავთ. მისი საკმარისი რაოდენობით მიღება მარტივად შეგიძლიათ მზის სხივების საშუალებით.
სრულფასოვანი ვარჯიშის პროგრამა
ჯანმრთელობის გასაუმჯობესებლად აუცილებელია აარჩიოთ სრულყოფილი ვარჯიშის რეჟიმი. მასში უნდა შედიოდეს წონის ვარჯიშები, გაწელვები, სტატიკური და სუნთქვის ვარჯიშები, ასევე დროთა განმავლობაში უნდა დაკავდეთ მაღალი ინტენსივობის მქონე ვარჯიშებითაც.
ცხიმოვანი მჟავები
აუცილებელია ხშირად მიიღოთ ცხიმოვანი მჟავები, რომლებსაც ცხოველების ხორცი შეიცავს. ომეგა-3 ცხიმოვანი მჟამები საკმაოდ მნიშვნელოვნად ეხმარება ტვინის უჯრედებს. მათ გააჩნიათ ფართო პოზიტიური ეფექტები. ამ ეფექტების სიაში შედის გენების მუტაციისგან გამოწვეული ცილების დაავადებებისგან თავის დაცვა, ნერვული პათოლოგიებისგან თავის დაზღვევა და რაც მთავარია პარკინსონის დაავადების პრევენცია.
ტოქსიკური საშუალებების მოხმარების შემცირება
აუცილებელია რაც შეიძლება ნაკლებად გამოიყენოთ ისეთი საწმენდი და ტოქსიკური საშუალებები, რომლებიც არაორგანულ საშიშ ნივთიერებებს შეიცავენ. ასეთი პროდუქტების სიაში შედის ჰიგიენური საშუალებები, ჰაერის გამწმენდი პროდუქტები, მწერების და ჭიების საწინააღმდეგო სითხეები და მსგავსი ქიმიური პროდუქტები. სახლში არსებული ყველა მსგავსი პროდუქტი აუცილებელია ჩაანაცვლოთ ისეთი ალტერნატიული საშუალებებით, რომლებიც დამზადებულია არატოქსიკური ბუნებრივი ინგრედიენტებისგან.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.
Lui.ge-ზე გამოქვეყნებული რეცეპტები და რჩევები არ არის საზიანო ჯანმრთელობისთვის. თუმცა, სასურველია, რომელიმე სამკურნალო რეცეპტის გამოყენებამდე კონსულტაცია გაიაროთ ექიმთან.