რომელია ყველაზე ძლიერი ზოდიაქოს ნიშნები

I. ცეცხლის სტიქია.

სნიშნები
Set of Zodiac fire element signs.Watercolor texture astrology and horoscope icon. Symbols of Ancient Egypt. Suitable for tattoo and colorings.

1. მშვილდოსანი– ცეცხლის სტიქიას ეკუთვნის. ამ ნიშნის წარმომადგენლები ადამიანები არიან გაწონასწორებულნი, არ უყვართ როცა სხვის საქმეში ცხვირს ყოფენ და ცხოვრებისეულ ნებისმიერ სიტუაციაში რჩებიან თავიანთ ძლიერ პოზიციაზე. ემოციების თვითკონტროლის უნარი აქვთ, უმკლავდებიან გარშემომყოფთა ნეგატიურ გავლენას, პროვოცირების სცენებს ადვილად არ ჰყვებიან და რჩებიან საკუთარ აზრზე ბოლომდე. თუ მათ დაუსვამთ კითხავთ რა არის ძალა, გიპასუხებენ- “შეუპოვარი პოზიცია და ოპტიმიზმი”.

 

2. ლომი– ცხოველთა მეფე ცეცხლის სტიქიის მეორე ადგილზეა ზოდიაქოს ნიშნებს შორის. ერთი შეხედვით, ამ ზოდიაქოს ნიშნის ქვეშ დაბადებულები არიან ძლიერები, მამაცები და მტკიცე ადამიანები გარშემომყოფთა თვალსაზრისით, თუმცა ისინი დამოკიდებულნი არიან გარემო ფაქტორებსა და ახლობლების აზრზე. მოწონთ თუ არა მათ ეს, ეს ასეა და მუდამ სჭირდებათ დიდება და აღიარება, რათა სულით არ დაეცნენ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

 

3. ვერძი– ცეცხლის სტიქიის მესამე ადგილზეა. ვერძები ითვლებიან ჯიუტ ადამიანებად, თუმცა, მიუხედავად ამისა, ამ სტიქიის ყველაზე სუსტ პიროვნებებად მაინც ვერძები ითვლებიან. მათ შეუძლიათ ლომებსა და მშვილდოსნებზე მეტად აკნტროლონ თავიანთი ემოციები, თუმცა ხშირად ხდებიან იმის მსხვერლი, რაც მათ გულში ხდება. ჰყვებიან იმპულსებს, რასაც ისინი მიყავთ უგუნურ გადაწყვეტილებამდე და ხშირად ვარდებიან რთულ სიტუაციებში.

 

II. ჰაერის სტიქია.

4. მერწყული– ჰაერის სტიქიის ქვეშ მყოფი ზოდიაქოს ნიშნებიდან სიძლიერის მხრივ ყველაზე ძლიერია მერწყული. ხასიათდება მაღალი იდეებით, მოთხოვნებით საკუთარი თავისა და გარშემომყოფთა მიმართ. მერწყულს შეუძლია გადალახოს ყველანაირი სირთულის პრობლემა და საბოლოოდ მაინც არ დაიხიოს უკან. ადვილად შეუძლიათ ყოველივე ძველის დავიწყება და სიახლეებსაც ჩვეულად იღებს, რაც მათ უფრო ძლიერ პიროვნებებათ აქცევს.

 

5. სასწორი– ჰაერის ელემენტებს შორის ერთდაერთია, რომელსაც მორალურ ბრძოლებში შუალედური პოზიცია უკავია. ამ ნიშნის წარმომადგენლები საკმაოდ ძლიერები არიან, თუმცა ახასიათებთ ერთი, მეტად ცუდი ჩვევა, რომლის მეშვეობითაც ხშირად კარგავენ მიზანს, რითიც შეუძლიათ სიმაღლეებზე მიწვდომა ცხოვრებაში: ყველაფრის გადადება უყვართ ბოლო მომენტამდე და დაწყებულ საქმეს არ ამთავრებენ, რადგან ადვილად კარგავენ ენთუზიაზმს და თავიანთ მიზნებს აწყობენ სადღაც სკივრის სიღრმეში.

 

6. ტყუპები– ხასიათდებიან ორმაგი ბუნებით, რაც ყველაზე დაუცველ ელემენტად ითვლება ჰაერის სტიქიის ნიშნის ქვეშ მყოფ ზოდიაქოებში. ამ ნიშნის ადამიანებიც არაკონცენტრირებულნი არიან და არ სურთ რაიმე საქმე მიიყვანონ ბოლომდე საკუთარი ძალისხმევით, გამუდმებით ელოდებიან ვიღაცის მხარდაჭერას და რჩევებს. ვერც ცხოვრებისეულ სირთულეებს უმკლავდებიან მარტო და ითხოვენ სხვებისგან დახმარებას.

Facebook კომენტარები