2022 წელი შავი წყლის ვეფხვის მფარველობის ქვეშ ჩაივლის, რომელიც ენერგეტიკულად ძლიერი, თუმცა რთული სიმბოლოა. იგი ზოგს უსიამოვნებებს მოუტანს, ზოგ ზოდიაქოს ნიშანს კი – წარმოუდგენელ წარმატებებს ფინანსებთან დაკავშირებით. ნახეთ, ვის ელოდება ფინანსურად წარმატებული წელი.

Poster 2021 11 01 16 51 30 768x399 1

 

ვერძი

 

კარიერა და ბიზნესი მომავალ წელს ვერძის ცხოვრების უმთავრესი ასპექტი იქნება. ისინი 2022 წლის დასაწყისშივე იქნებიან მიზანმიმართულნი წარმატებისკენ, შეადგენენ ზრდის მკაფიო გეგმას და მიჰყვებიან მას მთელი წლის განმავლობაში. ეს ყველაფერი მათ წარმატებამდე მიიყვანს: კარიერული წინსვლა, ხელფასის მომატება ან საკუთარი ბიზნესიდან შემოსავლების ზრდა გაწეული ძალისხმევის შესაბამისი იქნება. ვერძებს ყველა საქმე ადვილად გამოუვათ, გაუჩნდებათ ახალი იდეები… მაგრამ მთლიანად კარიერაში ჩაფლულებსაც კი არ უნდა დაგავიწყდეთ ახლობელი ადამიანები, წინააღმდეგ შემთხევაში პირად საკითხებსა და სახლში პრობლემებს ვერ ასცდებით

 

 კურო

 

მომავალ წელს ამ ნიშნის წარმომადგენლებს სამუშაო დამატებით შემოსავალს არ მოუტანს. ფული კუროს მოულოდნელად ან თუნდაც უჩვეულო წყაროდან შემოუვა, როგორიცაა: მემკვიდრეობა, ლატარიის მოგება, წარსულიდან რომელიმე ადამიანის მადლიერების ჟესტი, ძალიან წარმატებული ინვესტიცია ან შენაძენი… არაჩვეულებრივი ამბავი მოხდება კუროს ცხოვრებაში წლის პირველ ნახევარში. ასტროლოგები ამ ნიშნას ურჩევენ, დიდი შემოსავლის ნაწილი საყვარელ ადამიანებს დაახარჯონ ან ქველმოქმედებაზე დახარჯონ: ეს ფული მოგვიანებით მათ დაუბრუნდებათ ათმაგად და ასმაგად.

 

ტყუპი

 

ამ წელს ტყუპებთა ინტერესი გაიზრდება სამუშაოს მიმართ. წლის დასაწყისში მათ საშუალება ექნებათ რადიკალურად შეცვალონ საქმიანობის სფერო ან მიიღონ სასურველი დაწინაურება. მათი შემოსავალი იმდენად გაიზრდება, რომ ზაფხულისთვის ტყუპებს შთამბეჭდავი ფინანსური დანაზოგი დაუგროვდებათ. ისინი შეძლებენ მშვიდად დახარჯონ ფული თავისი ყველა საჭიროებისა თუ სურვილის დასაკმაყოფილებლად, თუმცა, ამისთვის უნდა ისწავლოთ უარი უთხრათ ისეთ ადამიანებს, რომლებიც ცდილობენ თქვენგან მიიღონ სარგებელი: თუ ტყუპები ფულს ასესხებენ სხვებს, იღბალი მათ ზურგს შეაქცევს.

 

იაფი ავიაბილეთები avia.ge

მორიელი

მორიელებს შემოსავლის ახალი წყარო ექნებათ, თანაც ძალიან წარმატებული. ეს მათ სხვადასხვა ჰობებთან იქნება დაკავშირებული. ეს  დამატებითი სამ

უშაო იქნება  იმ უნარების ხარჯზე, რომლებიც თავად მორიელებმა უსარგებლოდ მიიჩნიეს, ან მათი შემოქმედების მონეტიზაცია. ახალი საქმიანობისგან მნიშვნელოვანი შემოსავალი მორიელებს არა მხოლოდ მომავლის რწმენას მისცემს, არამედ საკუთარ თავსაც, თუმცა ვარსკვლავებს ურჩევენ მათ, ყურადღებით შეისწავლონ ახალი პროექტების პირობები: მომავალ წელს არსებობს რისკი, რომ ყალბი დოკუმენტებს გადააწყდებით.

 

მერწყული

მერწყულის ნიშნის წარმომადგენლები სხვა ადამიანების ხარჯზე გამდიდრდებიან. ისინი  უკანონოს და მიუღებელს არაფერს გააკეთებენ, უბრალოდ, მერწყულს გაუმართლებთ ახალი ნაცნობების მხრივ. ეს შეიძლება იყოს კარგი სამუშაო შეთავაზება თვითმფრინავში თანამგზავრისგან, დამატებითი შემოსავალი ახალი მეზობლის შემოთავაზებული სამუშაოდან, ან შანსი, რომ დაიწყოთ წარმატებული ბიზნესი სხვისი დახმარებით. მაგრამ იღბალი ზურგს შეაქცევს მერწყულს, თუ იგი უმადური იქნებია თავისი კეთილისმყოფელის ან შეეცდება მის მოტყუებას.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები