mobliurebi
mobliurebi

კურკუმა მდიკამენტებზე უკეთესად კურნავს! დაგავიწყდებათ აფთიაქისკენ მიმავალი გზა...

ცოტამ თუ იცის, რომ ადრე კურკუმა მხოლოდ საღებავად გამოიყენებოდა. ამ სანელებლის სამკურნალო თვისებები თანდათანობით იქნა აღმოჩენილი რამდენიმე ათასწლეულის განმავლობაში. დღეს კურკუმა წარმატებით გამოიყენება ბევრ სფეროში.

ჩვენი ერთგული მკითხველებისთვის, ჩვენმა რედაქტორებმა შეაგროვეს 14 მიზეზი, თუ რატომ უნდა მიირთვათ კურკუმა ყოველდღიურად:

როგორ მივიღოთ კურკუმა სამკურნალო მიზნებისთვის?

კურკუმას სასმელს შეუძლია ართრიტის დამარცხება! "ოქროს რძე" ერთ-ერთი ყველაზე ეფექტური საშუალებაა დაზიანებული სახსრების სამკურნალოდ. სასმელის მომზადება მარტივია:

დაგჭირდებათ 2 სუფრის კოვზი კურკუმა, 1 ჭიქა რძე და 1 ჭიქა წყალი. კურკუმას დაასხით წყალი და ადუღეთ 10 წუთი. შედეგად მიიღებთ პასტას, რომლის შენახვაც შესაძლებელია მაცივარში 1 თვის განმავლობაში.

გამოყენებამდე გაათბეთ რძე, დაუმატეთ 1 სუფრის კოვზი წინასწარ მომზადებული პასტა და დალიეთ.

  • კურკუმა ძალიან ეფექტურია ანემიის დროს.

ამისათვის შეურიეთ 1 ჩაის კოვზი თაფლი და 1/4 ჩაის კოვზი კურკუმა. გამოიყენეთ საშუალება ყოველ დილით ჭამის წინ.

  • კურკუმა ნამდვილი ხსნაა დიაბეტით დაავადებულთათვის.

ეს სანელებელი ამცირებს სისხლში შაქრის რაოდენობას, ასევე ეფექტურად ებრძვის სიმსუქნეს. დიაბეტით დაავადებულებს ურჩევენ 1/4 ჩაის კოვზი კურკუმას 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.

  • კურკუმა შესანიშნავი ანტიბაქტერიული საშუალებაა.

შეხორცების პროცესის დასაჩქარებლად, საკმარისია მხოლოდ მცირე რაოდენობის სანელებლის წასმა პატარა ჭრილობაზე.

  • კურკუმა დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების მოშორებაში.

ამისათვის, ძალიან სასარგებლოა ღამით 1 ჭიქა რძის დალევა მწიკვი სანელებლებით და 1 ჩაის კოვზი თაფლით.

  • ცივ სეზონზე ჩვენ პერიოდულად გვაწუხებს ყელის ტკივილი.

ცოტამ თუ იცის, რომ მისი მოშორება კურკუმას დახმარებითაა შესაძლებელი. ამისათვის უბრალოდ შეურიეთ 1 ჩაის კოვზი მარილი, 1/2 ჩაის კოვზი კურკუმა და 1 ჭიქა თბილი წყალი. რეგულარულად გამოირეცხეთ ყელი ამ ხსნარით.

  • კურკუმა შესანიშნავი ანთების საწინააღმდეგო და სადეზინფექციო საშუალებაა, ამიტომ ხშირად გამოიყენება დამწვრობის დროს.

ამისათვის თქვენ უნდა მოამზადოთ ალოეს წვენისა და კურკუმას ნარევი. ინგრედიენტები უნდა შეურიოთ თანაბარი პროპორციით. მიღებული ნალექი უნდა წაისვათ კანის დაზიანებულ უბანზე და გაიჩეროთ რამდენიმე საათით.

  • ასევე, კურკუმა გამოიყენება კოსმეტოლოგიაში, ნიღბები ამ სანელებლის დამატებით ხელს უწყობს პრობლემური კანის აღდგენას, ზედაპირული ნაოჭების გაქრობას და გაფართოებული ფორების შევიწროებას.

გაახარეთ კანი კურკუმასა და შვრიის მარტივი ნიღბით!

შეურიეთ 1/2 ჩაის კოვზი სანელებელი, 1 სუფრის კოვზი შვრიის ფაფა და დაასხით ცოტა თბილი წყალი. წაისვით ნიღაბი გასუფთავებულ სახეზე და გაიჩერეთ 10 წუთის განმავლობაში. ჩამოიბანეთ თბილი წყლით.

  • ერთი ჭიქა თბილი რძე და მწიკვი კურკუმა დაგეხმარებათ თავის ტკივილის მოშორებაში.

სცადეთ ეს დადასტურებული საშუალება ტკივილგამაყუჩებელი აბების ნაცვლად.

  • კურკუმა ერთ-ერთი ყველაზე უსაფრთხო საშუალებაა ფიგურის დასაბრუნებლად.

0,5 ლიტრი წყალი მიიყვანეთ ადუღებამდე. სითხის ცეცხლიდან გადმოდგმის შემდეგ, დაუმატეთ 3 სუფრის კოვზი შავი ჩაი, მწიკვი დარიჩინი, 3 ნაჭერი ჯანჯაფილი, 1 სუფრის კოვზი კურკუმა და 1 ჩაის კოვზი თაფლი. როდესაც ყახარში გაცივდება, გადაწურეთ და დაუმატეთ 0,5 ლ უცხიმო კეფირი. მიირთვით საუზმის ან ვახშმის შემცვლელად.

ნებისმიერი წამლის ან მკურნალობის მეთოდის გამოყენებამდე, ყოველთვის გაიარეთ კონსულტაცია თქვენს ექიმთან!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება