ბუნების სასწაული – კაკალი! ნამდვილი სიცოცხლის ნაყოფი!

დროში დადასტურებული ღირებულება!

კაკალი ჩვენი ტვინის მსგავსი ფორმისაა. ის ბუნების წარმოუდგენლად სასარგებლო საჩუქარია. სასარგებლოა მეხსიერების, ნერვული და სისხლის მიმოქცევის სისტემებისთვის, აუმჯობესებს თავის ტვინის, მამაკაცის რეპროდუქციული სისტემის და ფარისებრი ჯირკვლის მუშაობას, აუმჯობესებს იმუნიტეტს.
კაკლის ზეთი ეხმარება მათ, ვისაც წონის დაკლება და ორგანიზმის გაახალგაზრდავება სურს.

რეკომენდებულია არაუმეტეს 100 გრ. დღეში, რადგან დიდი რაოდენობით შეიძლება გამოიწვიოს თავის ტკივილი ან თუნდაც ყელის შეშუპება.

Lui.ge 3 13

ჩვენ გთავაზობთ რამდენიმე რეცეპტს ჯანმრთელობისა და გარკვეული დაავადებების პროფილაქტიკისთვის:

  • სუსტი იმუნიტეტი
    აურიეთ 1 ს.კ. თაფლი, ალოეს 3 ფოთოლიდან ამოღებული შიგთავსი, 1 ს.კ. კაკალი ერთგვაროვან კონსისტენციამდე და 30 დღის განმავლობაში მიიღეთ ჭამის შემდეგ 3-ჯერ დღეში, 1 ს.კ. კოვზი.
  • შაქრიანი დიაბეტი
    250 მლ. წყალში მოათავსეთ კაკლის 40 “ტიხრი”, ადუღეთ 20 წუთის განმავლობაში.  გადაწურეთ და მიიღეთ 50 მლ 3 თვის განმავლობაში 3-ჯერ დღეში ჭამის წინ.
  • ტაქიკარდია
    აიღეთ 1 ს.კ კაკალი, 2 ლიმონი და 1 ს.კ. თაფლი. შემდეგ მთლიანი ლიმონი კაკალთან ერთად მოათავსეთ ბლენდერში, დაუმატეთ 1 ს.კ. თაფლი და კარგად აურიეთ.
    შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ 10-14 დღე 30 დღიანი შესვენებით, 1 ს.კ. 3-ჯერ დღეში, ჭამიდან ერთი საათის შემდეგ.
  • კუჭის დაავადებები
    დაასხით 250 მლ მდუღარე წყალი 1 ჩ.კ. დაჭრილ კაკლის ფოთლებს, დააყოვნეთ ნახევარი საათის განმავლობაში. მიღებულ ნაყენის 100 მლ. მიიღეთ ყოველი  ჭამის წინ.

გისურვებთ ჯანმრთელობას!

Facebook კომენტარები
ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება