აი, როგორ გამოვიყენოთ ლიმონი და სეზამის ზეთი მუხლის ტკივილის შესამსუბუქებლად!

მუხლის ტკივილი საერთო პრობლემაა და შეიძლება გავლენა იქონიოს ყველა ასაკის ადამიანზე. ეს შეიძლება გამოწვეული იყოს ტრავმით, გადაჭარბებული სიმძიმის დატვირთის გადატანით ან ისეთი სამედიცინო მდგომარეობით, როგორიცაა ართრიტი.

მკურნალობა განსხვავდება მიზეზის მიხედვით.

უეცარი ტკივილი ერთ-ერთ მუხლში, ჩვეულებრივ, მუხლის გადატვირთვის ან ტრავმის შედეგია.

აი, როგორ გამოვიყენოთ ლიმონი მუხლის ტკივილის მოსაშორებლად 

ინგრედიენტები:

  • 1-2 ლიმონი
  • სეზამის ზეთი

მომზადება:

  1. ლიმონები დავჭრათ პატარა ნაჭრებად.
  2. მოვათავსოთ ის ბამბის ქსოვილში და მოათავსეთ შემთბარ სეზამის ზეთში.
  3. შემდეგ დაიდეთ ქსოვილი დაზიანებულ მუხლზე და გაიჩერეთ 5-10 წუთის განმავლობაში.
  4. გააკეთეთ ეს დღეში ორჯერ, სანამ ტკივილი მთლიანად არ გაქრება.

შენიშვნა: ასევე სასარგებლოა ერთი ჭიქა თბილ წყალში განზავებული ერთი ლიმონის წვენის დალევა დილით ადრე უზმოზე.

ლიმონი – არის ვიტამინებისა და მინერალების მდიდარი წყარო, როგორიცაა ვიტამინი C, A, B1, B6, მაგნიუმი, ბიოფლავონოიდები, პექტინი, ფოლიუმის მჟავა, ფოსფორი, კალციუმი და კალიუმი.

კალციუმის და C ვიტამინის მაღალი რაოდენობა ხელს უწყობს ძვლების ჯანმრთელობის შენარჩუნებას და გაუმჯობესებას და ხელს უშლის მათთან დაკავშირებულ ძვლოვან დაავადებას, როგორიცაა ოსტეოპოროზი, რევმატოიდული ართრიტი და ანთებითი პოლიართრიტი.

ლიმონის არომატული ეთერზეთები ხელს უწყობს სისხლძარღვების მოდუნებას და აქვს ანთების საწინააღმდეგო ეფექტი, რაც მათ სასარგებლოს ხდის ნერვებისა და სახსრების ტკივილის სამკურნალოდ.

სეზამის ზეთი – ათასობით წლის განმავლობაში გამოიყენება სამკურნალო ზეთად. ეს არის ბუნებრივი ანთების საწინააღმდეგო აგენტი.

სეზამის ზეთი სწრაფად შეიწოვება და აღწევს ქსოვილებში ძვლების ტვინში. ის ხვდება სისხლის ნაკადში კაპილარების მეშვეობით და ცირკულირებს. ეს ხელს უწყობს სახსრების შენარჩუნებას და მათ მოქნილობას.

როდის მივმართოთ ექიმს? გირჩევთ, მიმართოთ ექიმს, თუ:

  1. თქვენ არ შეგიძლიათ სიარული მუხლის ტკივილის გამო.
  2. გაქვთ ძლიერი ტკივილი მაშინაც კი, თუ მუხლზე დატვირთვა არ არის, მაგალითად ღამით.
  3. თქვენ არ შეგიძლიათ მუხლის სრულად მოხრა ან გასწორება.
  4. შენი მუხლი დეფორმირებული ჩანს.
  5. გაქვთ ცხელება, სიწითლე ან გრძნობთ სითბოს მუხლის სახსრის გარშემო.
  6. ტკივილი არ იკლებს რამდენიმე კვირის განმავლობაშიც კი.
Facebook კომენტარები