mobliurebi
mobliurebi

გამოიყენეთ ბუნებრივი საშუალება ანტიპერსპირანტებისა და დეოდორანტების ნაცვლად!

ადამიანების უმეტესობა ცდილობს თავიდან აიცილოს ოფლის სუნი პირველ რიგში ანტიპერსპირანტებით და დეოდორანტებით.

ოფლი, რომელიც გამოიყოფა თქვენი ჯირკვლებიდან, შეიცავს დერმციდინს, პროტეინს, რომელიც ხელს უშლის სხვადასხვა ვირუსებისა და ბაქტერიების თქვენს კანში შეღწევას. დეზოდორანტები და ანტიპერსპირანტები ხურავს ფორებს ალუმინის მარილებით და სხვა მავნე ნივთიერებებით, რაც ხელს უშლის აქტიურ ოფლიანობას, მაგრამ ეს საშუალებას აძლევს ბაქტერიებს ან ინფექციებს ადვილად შევიდეს თქვენს სხეულში.

ეს არის ბუნებრივი და ჯანსაღი ალტერნატივა ყველაზე გავრცელებული ქიმიური დეოდორანტის. 

ლაიმს აქვს ანტიბაქტერიული თვისებები. სხეულის სუნი არა აქტიური ოფლიანობის, არამედ კანზე არსებული ბაქტერიების შედეგია. ეს ბაქტერიები ძალიან სწრაფად მრავლდებიან ხელების ქვეშ თბილ, ნოტიო გარემოში და იწვევენ სუნს.

აიღეთ ერთი ლაიმი. ეს ლიმონის მონათესავე ციტრუსია, რომელიც ძალიან წააგავს ამ უკანასკნელს, ოღონდ მწვანე ფერისაა. ყველაფერი რაც თქვენ გჭირდებათ საკუთარი დეოდორანტის გასაკეთებლად არის მხოლოდ ეს ციტრუსი შუაზე გაჭრილი. წაისვით ის ახალდაბანილ იღლიაში გაჭრილი მხრიდან და გაიჩერეთ 2-3 წუთით.

fe76572c e5a6 4bb7 8f72 75f124c1dfa1 e1655212682763

ნებისმიერი ტანსაცმლის ჩაცმამდე დარწმუნდით, რომ თქვენი იღლიები მშრალია. წინააღმდეგ შემთხვევაში ტანსაცმელზე ლაქები დარჩება.

შეგიძლიათ შეინახოთ საჭმლის გადასაფუთ ცელოფანში და ხელახლა გამოიყენოთ რამდენჯერმე. სანამ ხელახლა გამოიყენებთ, მოაჭერით ლაიმის თხელი ნაჭერი, რათა განახლდეს.

შედეგს ერთ კვირაში ნახავთ, გაოცდებით, როცა ოფლის სუნი აღარ შეგაწუხებთ და ბოლოს და ბოლოს დაისვენებთ ამ პრობლემისგან!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება