ალბათ ყველას გაგიგონიათ ამ მცენარის შესახებ! ეს არის ერთ-ერთი საუკეთესო სამკურნალო ბალახი!

მრავალძარღვა არის მწვანე მცენარე, რომელიც იზრდება მთელ მსოფლიოში, აფრიკაში, აზიაში, ევროპაში, ამერიკასა და ახალ ზელანდიაში.

მრავალძარღვა გამოიყენება ათასობით წლის განმავლობაში სხვადასხვა დაავადების სამკურნალოდ მისი ძლიერი თვისებების გამო. შეიცავს დიდი რაოდენობით ასკორბინის მჟავას, K ვიტამინს, კალციუმს და ბეტა-კაროტინს.

ამ მცენარეს აქვს:

  •  ძლიერი ანთების საწინააღმდეგო,
  • დამამშვიდებელი,
  • ანტიმიკრობული,
  • ამოსახველებელი,
  • ანტიჰისტამინური,
  • შარდმდენი,
  • ჰემოსტატიკური თვისებები.

podorozhnik 960x540 1მრავალძარღვას ფოთლები შეგიძლიათ მიირთვათ უმად ან დაამატოთ სალათებში. მათი ანთების საწინააღმდეგო თვისებები ამშვიდებს ტკივილს და ქავილს კანის პრობლემების დროს, მწერების ნაკბენისა და მცირე წყლულებისას. მათი გამოყენება შეგიძლიათ სიროფის, ნაყენის ან ჩაის დასამზადებლადაც.

ამ გასაოცარ მცენარეს აქვს სამკურნალო გამოყენების ფართო სპექტრი. ფსილიუმი ჩვენი ორგანიზმისთვის პანაცეას ჰგავს და მას შეუძლია საჭმლის მომნელებელი პრობლემების და მენსტრუალური სპაზმების, კანის ნებისმიერი პრობლემის და ართრიტის პრობლემის გადაჭრაც კი.

ორმა კლინიკურმა კვლევამ აჩვენა, რომ ეს ბალახი ეფექტური სამკურნალო საშუალებაა ქრონიკული ბრონქიტის დროს. კერძოდ, ფსილიუმის დამამშვიდებელი თვისება მსგავსია გლიცერინისა და პექტინისა, რომლებიც გვხვდება ხველის სიროფებში.

ამ სასწაულმოქმედი მცენარის ფოთლები მდიდარია C ვიტამინით, რომელიც ეფექტურად აძლიერებს იმუნურ სისტემას. გარდა ამისა, ისინი წარმოადგენენ A ვიტამინის მდიდარ წყაროს, რომელიც მხარს უჭერს თვალის ჯანმრთელობას და იცავს მაკულარული დეგენერაციისგან, რამაც შეიძლება გამოიწვიოს სიბრმავე.

ეს მრავალმხრივი ბალახი შეიძლება გამოყენებულ იქნას საერთო ჯანმრთელობის შესანარჩუნებლად.

მრავალძარღვას ჩაის რეცეპტი:

  • 1 ს.კ ახალი ან ხმელი მრავალძარღვა
  • 1 ჭიქა ადუღებული წყალი
  • 1 ჩ.კ თაფლი (სურვილისამებრ)

მომზადება:

  1. ადუღებულ წყალში უნდა ჩაყაროთ მთელი მცენარე – თესლი, ფესვები და ფოთლები.
  2. გააჩერეთ წყალში 10 წუთის განმავლობაში და შემდეგ გადაწურეთ.
  3. თუ ტკბილი ჩაი გირჩევნიათ, დაამატეთ ერთი ჩაის კოვზი თაფლი.

დალიეთ ჩაი და ისიამოვნეთ ჯანმრთელობის მრავალი სარგებელით!

Facebook კომენტარები