ამ მცენარის მიღება მეზობელმა მირჩია, მინდა გითხრათ, რომ ყველა პრობლემაზე მომიხდა!

მინდა გესაუბროთ ერთი უნიკალური მცენარის არაჩვეულებრივი სამკურნალო თვისებების შესახებ. ეს მცენარე გახლავთ ქაცვი, რომელსაც ყოველ შემოდგომაზე ინტენსიურად გეახლებით და ზამთრისთვისაც ვიმარაგებ ხოლმე.

ამ მცენარის მიღება მირჩია მეზობელმა, რომელსაც ჩემნაირი პრობლემები ჰქონდა, კერძოდ, აწუხებდა გული, წნევა, მაღალი ქოლესტერინი. ამასთან ერთად მე კუჭიც მაწუხებდა. უნდა გითხრათ, რომ ქაცვი ყველაფერზე მომიხდა.

მომზადების წესი:

ქაცვის ნაყოფი გადაარჩიეთ, გარეცხეთ და გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში, დააყარეთ თანაბარი რაოდენობის შაქარი ფენა-ფენა და შეინახეთ მაცივარში. ასეთი გზით შენახული ქაცვი ინარჩუნებს სასარგებლო ნივთიერებებს ხანგრძლივი დროის განმავლობაში.

გამოყენების წესი:

დაშაქრული ქაცვი ყოველდღიურად გახსენით წყალში (1 ჭიქაზე 1-2 სუფრის კოვზი) და სვით დილა-საღამოს. შედეგის მისაღებად მნიშვნელოვანია რეგულარულობა. ქაცვი საერთო მდგომარეობასაც გაგიუმჯობესებთ, გამოგაცოცხლებთ.

ქაცვის სასარგებლო თვისებები:

ქაცვი ჩვენში საკმაოდ გავრცელებული მცენარეა. სამედიცინო მიზნებისათვის გამოიყენება მისი ნაყოფი, რომელიც მდიდარია პიგმენდებით, კაროტინით, ვიტამინებით (E, B1, B2, B6, PP), ფლავონოიდებით, ეთერზეთებით, მიკროელემენტებით, ორგანული მჟავებით, ფიტონციდებით. დადგენილია, რომ :

  • ქაცვის ზეთი აჩქარებს ჭრილობების შეხორცებას, ამიტომ იგი ეფექტიანია კანის წყლულებისა და რქოვანას სამკურნალოდ.
  • ქაცვს აქვს კუჭის წვენის მაინჰიბირებელი ეფექტი.
  • დადებით შედეგს იძლევა ღვიძლის დაავადებების დროსაც – აწესრიგებს ცხიმოვან ცვლას ღვიძლში.
  • ქაცვის ზეთი აფერხებს ათეროსკლეროზული პროცესის განვითარებას, აქვეითებს სისხლში საერთო ქოლესტერინის, ლიპოპროტეიდებისა და საერთო ლიპიდების დონეს.
  • ქაცვის ზეთი გამოიყენება კანის დამწვრობის, ტროფიკული წყლულების, ნაწოლების სამკურნალოდ.
  • გინეკოლოგიურ პრაქტიკაში ქაცვით მკურნალობენ საშვილოსნოს ყელის ეროზიასა და სხვა ანთებით დაავადებებს.
  • ქაცვის ზეთით კუჭისა და თორმეტგოჯა ნაწლავის წყლულის მკურნალობის შედეგად აღინიშნება მდგომარეობის გაუმჯობესება – ამასთან არ ხდება მჟავიანობის მნიშვნელოვანი ცვლილება.
  • ცდებით დადგინდა, რომ ათეროსკლეროზული ცვლილებების მქონე პაციენტებში ქაცვის ზეთის მიღების შემდეგ გაქრა სტენოკარდიული შეტევები, შემცირდა ვეგეტოსისხლძარღვოვანი მოშლილობები, მოწესრიგდა წნევა, აღინიშნა ელექტროკარდიოგრაფიული მონაცემების დადებითი დინამიკა.

იმედი მაქვს თქვენც მოამზადებთ ჩემს მიერ მოწოდებული რეცეპტით სამკურნალო საშუალებას და დარწმუნებული ვარ კმაყოფილიც დარჩებით ქაცვის დადებითი თვისებებით.

ჯანმრთელობას გისურვებთ!

Facebook კომენტარები