ნახეთ რომელი მცენარეები განკურნავენ თვენს ღვიძლს დაავადებებისგან

ყოველი ჩვენგანი ყოველდღე ჩაისუნთქავს ათასგვარი გამონაბოლქვით დაბინძურებულ ჰაერს, ჭამს ქიმიური დანამატებით (კონსერვანტებით, ნიტრატებითა თუ საღებავებით) გაჯერებულ საკვებს, სვამს წამლებს, საზოგადოების გარკვეული ნაწილი ეწევა სიგარეტს, მეტ-ნაკლები სიხშირითა და რაოდენობით იღებს ალკოჰოლს, ეს ყოველივე კი ტოქსინებისა და წიდის წყაროა, რომლებიც დღიდან დღემდე ზღვა რაოდენობით ხვდება ჩვენს სისხლში.

ღვიძლი, ადამიანის ყველაზე დიდი ორგანო, ორგანიზმის ერთგვარ ფილტრს წარმოადგენს. სწორედ აქ მიმდინარეობს ტოქსიკური ნივთიერებების უვნებელყოფა. ღვიძლი ორგანიზმში მოცირკულირე მთელ სისხლს დღე-ღამეში 400-ჯერ წმენდს.

ღვიძლის გადიდება ღვიძლის დაავადებათა ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული სიმპტომია. მისი მიზეზი შეიძლება იყოს:

  • ღვიძლის უჯრედების დისტროფია, ღვიძლში ფიბროზული უბნების გაჩენა;
  • გულის უკმარისობისა
  • დაავადებების დროს ღვიძლში სისხლის შეგუბება;
  • ღვიძლის კეროვანი დაზიანება კისტის, აბსცესის დროს.

საქართველოში ყველაზე მეტად გავრცელებულია ცხიმოვანი ჰეპატოზი. ძალზე გახშირდა C ჰეპატიტი.

ცხიმოვანი ჰეპატოზი –  არის დაავადება, რომლის დროსაც ღვიძლის უჯრედები გაცხიმოვნებას განიცდის. ჰეპატოზს მრავალი ფაქტორი განაპირობებს, მათ შორის:

  • ალკოჰოლის ბოროტად გამოყენება;
  • შაქრიანი დიაბეტი;
  • სიმსუქნე;
  • დაუბალანსებელი კვება;
  • კუჭ-ნაწლავის ქრონიკული დაავადებები,
  • ჰეპატოტოქსიკური ნივთიერებების, ზოგიერთი წამლის მიღება. ჰეპატოზის დროს პაციენტი უჩივის: თავის ტკივილს, ადვილად დაღლას;
  • ყრუ ტკივილს მარჯვენა ფერდქვეშ;
  • გულისრევის შეგრძნებას, მუცლის შებერილობას;
  • ყაბზობას ან დიარეას.

ცხიმოვანი ჰეპატოზის მკურნალობის საუკეთესო გზაა ალკოჰოლზე უარის თქმა და სრულფასოვანი კვება. საჭიროა ცხიმების, განსაკუთრებით ცხოველური წარმოშობის ცხიმების შეზღუდვა. პაციენტმა უნდა მიიღოს საკვები: ხაჭო, წიწიბურა, ჰერკულესი, ხორბალი. კარგია ხილი და ბოსტნეული. პრეპარატებიდან რეკომენდებულია B ვიტამინი, ფოლიუმის მჟავა.

სახლში დამზადებული ბუნებრივი სამკურნალო საშუალებები:

  • med13 კგ ქერი გაარჩიეთ, გაასუფთავეთ, დაასხით 6 ლ წყალი და 2 საათი გააჩერეთ. შედგით ქურაზე და ადუღეთ ნელ ცეცხლზე, სანამ წყალი 2 ლიტრამდე არ დავა. გადმოდგით ქურიდან, გააცივეთ და გადაწურეთ. გამოწურეთ ქერიც. მიიღეთ 1/4 ჭიქა დღეში 3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

big Anise1

  • 1/2 ჩ/კ ანისულის დანაყილ თესლს და ამდენსავე პიტნას დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, გააჩერეთ ნახევარი საათი და გადაწურეთ. რეკომენდებულია მიიღოთ თბილ-თბილი, პატარა ყლუპებით. თუ ცხიმიანი საკვების მონელება სისტემატურად გიჭირთ, უმჯობესია ეს ნაყენი ჭამამდე მიიღოთ.

235232791

  • 3 ლ წყალში მოვხარშოთ 100 თავი ზაფრანა და ნახევარი კგ შაქარი ვადუღოთ 10 წთ, რომ გაგრილდება, გავწუროთ მარლაში და დავუმატოთ 1 კგ ნატურალური თაფლი, მოვურიოთ კარგად და დავუმატოთ 10 ამპულა გლუკოზა (მაღალდოზიანი), მივიღოთ 3-ჯერ დღეში ღვინის ჭიქით, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.

1553184085

  • აიღეთ 2 ს/კ ასკილი და 1 ს/კ დაქუცმაცებული ჭინჭრის ფოთლები. დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი და წამოადუღეთ 2 წთ. თავდახურულ მომინანქრებულ ჭურჭელში. შემდეგ გადმოდგით, შეაგრილეთ და მიიღეთ ღვინის ჭიქით (100გ) 3-ჯერ დღეში. წამლის მიღების შემდეგ შარდი გაძლიერებულად წამოვა და არ შეგეშინდეთ. მკურნალობის კურსი 3 კვირაა. ერთი-ორი კვირის შესვენების შემდეგ გაიმეორეთ.
Facebook კომენტარები