გრიპთან გამკლავების ხალხური საშუალებები – ეს უნდა იცოდეთ!

გრიპი მძიმე ვირუსული ინფექციაა. გრიპის ეპიდემია როგორც წესი, წელიწადის ცივ სეზონზე იფეთქებს ხოლმე და მსოფლიოს მოსახლეობის 15%-ს ედება. მას ახლავს სიცხე, თავის ტკივილი, სხეულში ტეხის შეგრძნება. ეს იმიტომ, რომ ორგანიზმი გრიპის ვირუსის შხამიანი ცილებით იწამლება. გრიპი თანდათან ასუსტებს ორგანოთა ფუნქციონირებას. ამ დაავადების მძიმე ფორმები არცთუ იშვიათად გულ-სისხლძარღვთა სისტემის, სასუნთქი ორგანოების, ცენტრალური ნერვული სისტემის მხრივ შეუქცევად ცვლილებებს იწვევს.

წელიწადის ცივ დროს გრიპით ავადობის გახშირება იმით აიხსნება, რომ ცივ და ნალექიან ამინდში დახურულ შენობებში უფრო მეტი ხალხი გროვდება. ვირუსის რეზერვუარი დაავადებული ადამიანია. ინფექცია ჰაერწვეთოვანი გზით ვრცელდება. ვირუსი სასუნთქი გზების ლორწოვანიდან სუნთქვის, ცემინების, ხველებისა და ლაპარაკისას გამოიყოფა.

დაავადების სიმძიმე მრავალ ფაქტორზეა დამოკიდებული: ჯანმრთელობის ზოგად მდგომარეობაზე, ასაკზე და იმაზე, შეხვედრია თუ არა არ მიანს აქამდე ამ ტიპის ვირუსი.

ზოგადჰიგიენური საშუალებები:

გრიპის პროფილაქტიკის ერთ-ერთი ყველაზე გავრცელებული საშუალება დოლბანდის ნიღაბია, თუმცა დაავადებისგან თავის დასაცავად ეს არ კმარა.

ინფექცია ადვილად გადაედება ჭუჭყიანი ხელებიდან. ხელები დღეში 300-ჯერ მაინც ეხება ცხვირიდან და ხელებიდან გამონადენსა და ნერწყვს. დაბინძურებული საგნები
გრიპის ვურუსი ჯანმრთელი ადამიანის ხელზე გადადის, იქიდან კი ცხვირისა და პირისღრუსა და თვალის ლორწოვანზე ხვდება. ამიტომ ეპიდემიის დროს თავი უნდა შევიკავოთ ხელის ჩამორთმევისგან. ხელები ხშირად უნდა დავიბანოთ, განსაკუთრებით თუ დაავადებულთან კონტაქტი გვიწევს.

ზოგადგამაჯანსაღებელი საშუალებები:

გაკაჟდით!

  • მიიღეთ პოლივიტამინები, C ვიტამინი (0,5 გ დღეში 1-2-ჯერ). ეს მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და გაზრდის ორგანიზმის წინააღმდეგობის უნარს.
  • C ვიტამინს უხვად შეიცავს მჟავე კომბოსტო, ლიმონი, კივი, მანდარინი, ფორთოხალი, გრეიპფრუტი. სასარგოა მცენარეული ზეთით შეკმაზული ახალი კომბოსტოს სალათიც, რომელიც მდიდარია ვიტამინებითა და მიკროელემენტებით.
  • ეპიდემიის პერიოდში პროფილაქტიკის მიზნით ყოველდღიურად მიიღეთ 2-3 კბილი ნიორი (ერთი კბილი მაინც). საკმარისია რამდენიმე წუთს ნიორი ღეჭოთ, რომ პირის ღრუ მთლიანად გაიწმინდოს ბაქტერიებისაგან. ასეთივე ეფექტი აქვს ხახვს.
  • უხვად მიირთვით ხილი და ბოსტნეული.

დამატებითი საშუალებები:

  1. დღეში 2-ჯერ საპნით დაიბანეთ ცხვირის ძგიდე და ნესტოები.
  2. ყელში გამოივლეთ კალიუმის პერმანგანატის, ფურაცილინის, სოდის ხსნარი, გვირი– ლის ნაყენი.
  3. 3 ს/კ წვრილად დაჭრილ ხახვს დაასხით 50 მლ თბილი წყალი, დაამატეთ 1/2 ჩ/კ თაფლი და 30 წუთს გააჩერეთ. ნაყენი პიპეტით იწვეთეთ ცხვირში..
  4. გახეხილი ნივრისა და ხახვის ნარევს დაამატეთ ცხიმი და ცხვირის ლორწოვან გარსზე წაისვით.
  5. ჭურჭელში ჩაასხით 300 მლ წყალი, აადუღეთ, დაუმატეთ 30-40 წვეთი ევკალიპტის
    ნაყენი ან 1/2 ჩაის კოვზი სოდა და გაიკეთეთ ინჰალაცია.
  6. ფეხები 5-10 წუთით ჩაყავით მდოგვიან ცხელ წყალში, შემდეგ ტერფები რომელიმე გამახურებელი კრემით დაიზილეთ.

გრიპის დროს რეკომენდირებულია შემდეგი ფიტორეცეპტები:

ცნობილია, რომ ნიორი ერთ-ერთი ძლიერმოქმედი სამკურნალო საშუალებაა. უხდებაგულის დაავადებებს, ნაწლავებს, ებრძვის ინფექციებს, ზედმეტ წონას. მინდა გასწავლოთ იმ წამლის რეცეპტი, რომელიც გაციების დროს უებარია და დაგიცავთ ყოველგვარი ინფექციისგან:

რეცეპტი – 1

1/4 ჩ/კ გახეხილ ნიორს დაამატეთ 1 ს/კ ზეითუნის ზეთი, კარგად აურიეთ და მიიღეთ დღეში 1-2-ჯერ. კარგია გაციების სეზონის წინ იმუნური სისტემის მოსაძლიერებლად. ამ წამალს გრიპის სეზონის დაწყებისთანავე 2-3 კვირის განმავლობაში ვასმევ ჩემი ოჯახის წევრებს. უმჯობესია ყოველდღიურად ახალი ულუფის მომზადება. უკვე რამდენიმე წელია, ჩვენ სერიოზული ინფექცია არ შეგვხვედრია. გარდა ამისა, მე და ჩემს მეუღლეს (ორივე 60-ს გადაცილებული ვართ) საგრძნობლად გაგვიუმჯობესდა საერთო ჯანმრთელობის მდგომარეობა, მოგვიწესრიგდა წნევა, კუჭ-ნაწლავის მუშაობა, მოგვეხსნა გულის პრობლემები.

რეცეპტი – 2

ჰიგიენის ელემენტარული წესების დაცვაა აუცილებელი, გარდა ამისა, მნიშვნელოვანია ოთახის დატენიანება – გამომშრალი ჰაერი აშრობს სასუნთქი გზების ლორწოვანს. მშრალ ლორწოვანს კი უჭირს ვირუსების შეკავება. ამიტომ სასუნთქი გზების თავდაცვისუნარიანობას გავზრდით თუკი ცხვირში ზეითუნის ზეთს გამოვისვამთ. საძინებელ ოთახში ნუ დადგამთ ელექტროღუმელს ანდა პერიოდულად ააორთქლეთ ცოტა წყალი. ოთახში დააფინეთ სველი ნაჭერი რომლის გაშრობისას აორთქლებული წყალი დაატენიანებს ჰაერს.

თუ გრიპი მაინც დაგემართათ, ნუ შეშინდებით. გასწავლით რეცეპტს, რომელიც საუკეთესოდ იცავს ოორგანიზმს გრიპისა და გაციებისას:

მდუღარეწყლიან ჭიქაში ჩაყარეთ ჩაის კოვზის წვერით დანამცეცებული კოჭა, ამდენივე პიტნა და 1 კბილი ნიორი. დადგით 15 წუთი და შემდეგ თბილი ნაყენი ყლუპ-ყლუპად დალიეთ. ერთი ულუფის მიღებაც კი საკმარისია, რომ ორგანიზმი შიგნიდან გახურდეს და გაუმკლავდეს ნებისმიერ ვირუსს.

ამასთან ერთად, ორგანიზმის იმუნიტეტის ასამაღლებლად საჭიროა ბუნებრივი ვიტამინების მიღება: 1 ს/კ ჭინჭრის ფოთლების, 2 ს/კ ასკილისა და 1 ს/კ კუნელის ნაყოფის  1 ს/კ ნარევს დაასხით 300 მლ მდუღარე წყალი, დაახურეთ თავსახური, შეფუთეთ 1 საათის განმავლობაში, გადაწურეთ, მიიღეთ ნახევარ-ნახევარი ჩ/ჭ 3-ჯერ დღეში 2-3 კვირის განმავლობაში. თუმცა ვისაც მაღალი პროთრომბინი აქვს, მისთვის ჭინჭრის ნაყენის მიღება მავნებელია. მოამზადეთ მხოლოდ ასკილისა და კუნელის ნარევის ნაყენი.

თუ გსურთ სხვა რეცეპტებს გაეცნოთ, გადადით ბმულზე : https://lui.ge/archives/17746

Facebook კომენტარები