ხალხური მედიცინა გრიპის წინააღმდეგ!

ხალხური მედიცინა გრიპის წინააღმდეგ!

გრიპი ყველასთვის ცნობილი ვირუსია, რომელიც ალბათ ყველას შეგვხვედრია, ბავშვობაში მაინც. გთხავაზობთ რამდენიმე ხალხურ რეცეპტს ამ ვირუსთან გამკლავებისთვის:

1.ხახვი და თაფლი

თუ თქვენს შვილებს ხშირად ემართებათ გრიპი, ხახვი დაგეხმარებათ ამ პრობლემის მოგვარებაში. რა თქმა უნდა, სუფთა სახით ხახვს ბავშვები არ ჭამენ, მაგრამ მისგან მომზადებულ ტკბილ წამალს სიამოვნებით მიირთმევენ: 500 გრ გაფცქვნილი ხახვი დაკეპეთ, დაუმატეთ 50 გრ თაფლი და 40 გრ შაქარი, დაასხით 1 ლ წყალი და წყლის ორთქლზე 3 სთ ხარშეთ. ხახვი მთლიანად გაიქნება. მიღებული ხსნარი ჩაასხით ბოთლში, დაახურეთ სახურავი და შეინახეთ მაცივარში. მიიღეთ თითო დესერტის კოვზით 3-5-ჯერ დღეში. მიღება უნდა დავიწყოთ პროფილაქტიკის მიზნითაც.

დღეს მედიცინას მოეპოვება უამრავი ანტივირუსული თუ იმუნომასტიმულირებელი საშუალება, მაგრამ ზოგ შემთხვევაში მათ გამოყენება ბავშვებში შეზღუდულია. წამალი მით უფრო ღირებულია, რაც ნაკლები გვერდითი მოქმედება და გართულება ახასიათებს.  ხახვის ანტისეპტიკურ, ანტიანთებით, ანტიბაქტერიულ თვისებებზე არაერთხელ გვისაუბრია. ასევე უნიკალური ანტიანთებითი და იმუნომოდულატორული (იმუნიტეტის მომწესრიგებელი) თვისებები აქვს თაფლს. მათი კომბინაცია უდავოდ კარგ ეფექტს მოგვცემს. მაგრამ აუცილებლად უნდა გავითვალისწინოთ, რომ წამალი უნდა იხარშოს არა ცეცხლზე, არამედ წყლის ორთქლზე, წინააღმდეგ შემთხვევაში, იგი ისეთი ეფექტიანი აღარ იქნება, რადგან თაფლიცა და ხახვიც თვისებებს დაკარგავს, ხოლო შაქარი ხანგრძლივი ხარშვისას მავნე თვისებასაც იძენს. მიღებული წამალი მიეცით ბავშვს ჭამის შემდეგ, რათა არ გაუღიზიანოს კუჭ-ნაწლავი.

2. მატიტელა – როგორი სიმძიმის გრიპიც არ უნდა შეგხვდეთ, ერთ კვირაში კარგად იქნებით!

რეცეპტი ასეთია: ჩავასხათ 0,5 ლ წყალი მომინანქრებულ ჭურჭელში, ავადუღოთ და მასში ჩავყაროთ ერთი სუფრის კოვზი მატიტელა, მცირე ხნით დავაყოვნოთ ცეცხლზე და გადმოვდგათ. თავდახურული ჭურჭელი გავაჩეროთ ერთი საათი. შემდეგ გადავწუროთ და მივიღოთ ღვინის ჭიქით (100გ) დღეში 2-3-ჯერ, ჭამის წინ ნახევარი საათით ადრე. ყოველ მეორე დღეს ახალი უნდა მომზადდეს.

ბავშვებს შეიძლება ვასვათ დამტკბარი მატიტელას ნახარში სუფრის კოვზით.
უნდა მივიღოთ ათი დღის განმავლობაში, შემდეგ შევისვენოთ და თუ საჭირო იქნება, ისევ დავლიოთ პერიოდულად.

მატიტელა შველის გაციებით გამოწვეულ ავადმყოფობებს, ბრონქიტებს, პნევმონიას, პლევრიტს, ბრონქულ ასთმასა და ფილტვების ტუბერკულოზს. მის ნაყენსა და ნახარშს იყენებენ საშვილოსნოს ატონიით გამოწვეული სისხლის დენისა და ბუასილის დროსაც. ასევე მას აქვს უამრავი სასარგებლო თვისება.

3. ნიორი, თაფლი და როპოლისის სპირტის ბალზამი

ბევრს არ უყვარს ნიორი მძაფრი სუნის გამო, მაგრამ მერწმუნეთ, მას იმდენად ძლიერი სამკურნალო ეფექტი აქვს, რომ უსიამოვნო სუნს არაფრად მიიჩნევთ.

როცა გრიპის ეპიდემია მძვინვარებს, 1-2 თავი ნიორი გაფცქვენით, დაჭყლიტეთ, დადგით მაგიდაზე და პირველი 10-15 წუთის განმავლობაში, როცა აქტიური ნივთიერებები განსაკუთრებული ინტენსივობით გამოიყოფა, შეიყნოსეთ მისი სუნი. ეპიდემიისას ეს პროცედურა ყოველდღიურად უნდა ჩაიტაროთ. ასევე, გთავაზობთ უებარი ბალზამის რეცეპტს, რომელიც ამაგრებს იმუნიტეტს, შველის ათეროსკლეროზს, ქრონიკულ ბრონქიტს, კუჭისა და ნაწლავების დაავადებებს.

ბალზამის დასამზადებლად 200 გრამი ნიორი ჩაყარეთ მუქ მინის ჭურჭელში, დაასხით 200 გრამი სპირტი და დადგით ბნელ ადგილას. 10-12 დღის შემდეგ გაფილტრეთ, დაუმატეთ 50 გრამი თაფლი და 30 გრამი პროპოლისის სპირტიანი ხსნარი (იყიდება აფთიაქში). კარგად აურიეთ და სიბნელეში კიდევ 2-3 დღე დატოვეთ. სვით დღეში სამჯერ, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე. წვეთები ნახევარ ჭიქა რძეში უნდა გახსნათ. დოზა თანდათანობით გაზარდეთ: პირველ დღეს მიიღეთ დილით — 1, სადილად — 2, საღამოს – 3 წვეთი, მეორე დღეს, შესაბამისად 4, 5, 6 წვეთი და ა.შ. მე-11 დღიდან დოზა სტაბილური ხდება: 25-25 წვეთი დილით, შუადღისას და საღამოს. კურსის ხანგრძლივობა 30 დღეა. 3-5 თვის შემდეგ კურსი შეგიძლიათ გაიმეოროთ.

Facebook კომენტარები