mobliurebi
mobliurebi

lui 30 1სასმელის შერჩევისას და ყიდვისას კარგად უნდა დაფიქრდეთ, რადგან უმრავლესობა ძალიან მავნებელია ორგანიზმისთვის, ამიტომ გირჩევთ, რომ ეს 5 ტიპის სასმელი არ მიიღოთ.

1. ტკბილი გაზიანი სასმელები - ჯანმრთელობისთვის საზიანო სასმელებს შორის ლიდერობს ტკბილი გაზიანი სასმელები, რომლებსაც ბავშვები ხშირად სიამოვნებით მიირთმევენ. მასში დიდი რაოდენობით შაქარია. 1 ჭიქა გაზიან სასმელში 16 კოვზი შაქარია. გარდა ამისა მსგავსი სასმელი სავსეა არომატიზატორებით, საღებავებით, რაც ზოგჯერ ადამიანზე ალერგიით, შაქრიანი დიაბეტით და ზოგჯერ ონკოლოგიური დაავადებებითაც აისახება.

2. ენერგეტიკული სასმელი - მსგავსი სასმელი განსაკუთრებით პოპულარული ახალგაზრდებშია, ენერგეტიკული სასმელი ორგანიზმს ენერგიით არ ავსებს, ის აიძულებს მას, რომ დიდი დატვირთვის იმუშაოს და ძალიან სახიფათოა გულისთვის.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

3. ხილის წვენი - ბევრის აზრით ხილის წვენი სასარგებლოა, მაგრამ ეს მხოლოდ იმ წვენს ეხება, რომელსაც ახალი ხილისგან თავად გამოწურავთ და არა იმას, რაც მაღაზიაში იყიდება. მაღაზიის წვენში დიდი რაოდენობით შაქარია, ნატურალურ წვენში კი მჟავაა, სწორედ ამიტომ ექიმები ურჩევენ პაციენტებს, რომ მსგავს წვენებში წყალი შეურიონ და ისე დალიონ, ხოლო მაღაზიის პროდუქტი საერთოდ იკრძალება.

4. რძიანი კოქტეილები - მსგავსი კოქტეილები განსაკუთრებით ბავშვებს უყვართ. მათში დიდი რაოდენობით შაქარი და რძის ცხიმია, რაც მეტაბოლიზმს ხელს შეუწყობს.

5. ალკოჰოლური სასმელი - ყველამ იცის, რომ ალკოჰოლი საზიანოა ჯანმრთელობისთვის, მისი დიდი რაოდენობით მიღება მიჩვევას იწვევს, რასაც ადამიანი ვერც აცნობიერებს. ის აზიანებს ღვიძლს, თირკმელს, გულ-სისხლძარღვთა სისტემას და ა.შ.

აუცილებლად სანახავი:შეჭამეთ ხახვი ყოველ დღე ერთი კვირის განმავლობაში და ნახეთ რა დაემართება თქვენს ორგანიზმს

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება