ყინულით მასაჟი, ნამდვილი კრიოთერაპიაა სახლის პირობებში. ამ პროცედურის ეფექტურობა ყოველგვარ მოლოდინს აჭარბებს და რაც მთავარია, არ მოითხოვს სპეციალური დანადგარების და სამედიცინო განათლების ქონას. თუ გინდათ იყოთ ლამაზი და ახალგაზრდა– სცადეთ ყინულით მასაჟი და შედეგებს რამდენიმე სეანსის შემდეგ შეამჩნევთ.
წარმოგიდგენთ 6 მიზეზს, თუ რატომ უნდა ჩაატაროთ ეს პროცედურა.
1. კანი უფრო ნაზი და ელასტიური ხდება - სიცივე სისხლის მიმოქცევას აუმჯობესებს, რაც კანს ჯანსაღ და ბუნებრივ მბზინვარებას ანიჭებს.
2. ამცირებს ანთების ფართობს - ყინული ამცირებს ანთებებს, გაწითლებებს და ასევე ნაკლებად შესამჩნევს ხდის მუწუკს. უბრალოდ მიადეთ ყინული პრობლემურ ადგილას სულ რამდენიმე წამით.
3. ფარავს მუქ წრეებს თვალების გარშემო - გაყინეთ კიტრის წვენი და გამოიყენეთ ნაყენის ყინულის კუბიკები მუქი წრეების შესამცირებლად.
4. ათანაბრებს კანის ტონს - ყინული ავიწროებს ფორებს და კანს გლუვს ხდის.
5. არის მაკიაჟის კარგი შემცვლელი - ეს მეთოდი უხდება ახალგაზრდა კანს. თუ არ გაქვთ დრო მაკიაჟზე, გაახვიეთ ყინული ქსოვილში და მოწმინდეთ კანი.
6. აქრობს ნაოჭებს - ყინულით მასაჟი, ნაოჭების გაჩენის და კანის დაბერების რისკს ამცირებს.
რეკომენდაციები
1. ერთი სეანსისთვის საკმარისია ყინულის 2–3 კუბიკი. 2. მასაჟის დროს ნუ დაიდებთ ყინულს ერთ ადგილას დიდი ხნით. 3. გააკეთეთ მასაჟი წრიული მოძრაობებით. 4. მასაჟის შემდეგ წაისვით სახეზე ლოსიონი, ან კრემი. 5. ყინულის კუბიკების მოსამზადებლად შეგიძლიათ გამოიყენოთ ლიმონის წვენი, მწვანე ჩაი, კიტრი, გვირილას ნაყენი და ა.შ. 6. მასაჟისთვის არასდროს გამოიყენოთ ონკანის გაყინული წყალი.
აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.