mobliurebi
mobliurebi

იმისათვის რომ ჩვენმა ორგანიზმმა გამართულად იმუშაოს, აუცილებელია უამრავი ვიტამინის და მინერალის მიღება. მათმა ნაკლებობამ კი შეიძლება უამრავი პრობლემა გამოიწვიოს. ეს ეხება კალცის ნაკლებობასაც. სამწუხაროდ ბევრი ადამიანი ყურადღებას არ აქცევს იმ სიმპტომებს, რომელიც შემდეგ უსიამოვნო და ცუდ შედეგებს იწვევს.
კალცის ნაკლებობის სიმპტომებია

e18399e18390e1839ae183aae18398e183a1 e18393e18394e183a4e18398e183aae18398e183a2e18398e183a1 7 e183a1e18398e1839be1839ee183a2e1839d 5ec81ad9a90e6
1. ტკივილი კუნთებში და კრუნჩხვები. - კალცის ნაკლებობის გამო ნერვიული უჯრედები უფრო მგრძნობიარე ხდება, რაც იწვევს კუნთების კრუნჩხვას იწვევს. კუნთის დაჭიმულობა ადვილად გადაიზრდება სპაზმურ ტკივილში.

2. სუსტი ძვლები. - ყველაზე აშკარა ფაქტი იმისა, რომ კალცის ნაკლებობას განიცდით სუსტი ძვლებია. თუ ადამიანს ოდნავი დაშავების გამო მოტეხილობა აქვს, ეს ყველაფერი კალცის ნაკლებობის ბრალია.

იაფი ავიაბილეთები avia.ge
იაფი ავიაბილეთები avia.ge

3. კბილებთან დაკავშირებული პრობლემა. - კბილების შემადგენლობის უმნიშვნელოვანესი ნაწილია კალცი. შესაბამისად მისი ნაკლებობა სტომატოლოგთან უამრავ ვიზიტს ნიშნავს. უმნიშვნელოვანესია, რომ ბავშვებმა მიიღონ კალცით სავსე პროდუქტები, განსაკუთრებით მაშინ, როდესაც მათ კბილების ჩამოყალიბების პერიოდი აქვთ.

4. სუსტი იმუნიტეტი და გამუდმებული დაღლილობა. - ერთ-ერთი მანიშნებელია კალცის ნაკლებობისა.

5. ძილთან დაკავშირებული პრობლემები. - უძილობა ყველაზე პრობლემატური საკითხია, რომელიც უამრავ ენერგიას გაცლის. საკმარისია ძილის წინ 1 ჭიქა რძე დალიოთ, რომ ბავშვივით დაგეძინებათ.

6. არაჯანსაღი სახის კანის ფერი. - ასევე ფერდაკარგული თმები, ადვილად მტვრევადი ფრჩხილები- გარეგნული მახასიათებლებია და ნიშნავს, რომ კვების რაციონი სასწრაფოდ უნდა შეცვალოთ.

7. კალცის ნაკლებობა გავლენას ახდენს ქალებზე წინა მენსტრუალური სინდრომის დროს. მისი მახასიათებელია: უხასიათობა, სხვადასხვა საკვებისადმი მისწრაფება, შებერილი მუცელი და სპაზმები.

თუ თქვენ ეს სიმპტომები გაწუხებთ, აუცილებლად შეცვალეთ თქვენი კვების რაციონი და მიირთვით კალცით მდიდარი პროდუქტები, როგორიცაა რძის პროდუქტები, თევზეული, ციტრუსები, მწვანილი და ა.შ.

აუცილებლად სანახავი:20 მიზეზი თუ რატომ უნდა ჭამოთ ბანანი და რა სარგებელი აქვს ორგანიზმისთვის

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება