დარწმუნებული ვარ, იცით, რომ ბანანი ძალიან ჯანსაღი ხილია. ბანანი მდიდარია ბოჭკოებით. კიდევ ერთი რამ, რაც უნდა იცოდეთ არის ის, რომ ბანანის ქერქი ასევე ძალიან ჯანსაღია. ჩვეულებრივ, ბანანის ქერქს ვყრით, თუმცა მრავალი წლის განმავლობაში ინდიელები ბანანის ქერქს სხვადასხვა მიზნით იყენებდნენ.
ბანანის კანი კარგია თქვენი კანისთვის. კერძოდ, მას წარმატებით შეუძლია კანის სხვადასხვა დაავადების მკურნალობა. ყველაფერი რაც თქვენ უნდა გააკეთოთ ის არის, რომ ბანანის კანი არ გადააგდოთ და დაიდოთ დაზიანებულ ნაწილზე . ბანანის ქერქი იმოქმედებს როგორც ანტიოქსიდანტი, ის ატენიანებს კანს , მოგიხსნით ქავილს და შესაძლოა მკურნალობდეს ფსორიაზს. გავრცელებული და უვნებელი მეჭეჭების მოცილება ასევე შესაძლებელია ბანანის ქერქის გახეხვით .
რაც ყველაზე მეტად მოგეწონებათ არის ის ფაქტი, რომ ქოქოსის ზეთის მსგავსად, ბანანის ქერქს შეუძლია თქვენი კბილების გათეთრება სრულიად ჯანსაღი გზით. ერთადერთი, რაც უნდა გააკეთოთ, არის ბანანის ქერქის შიგნიდან გამოყენება კბილების გასახეხად . საუკეთესო შედეგის მისაღწევად საჭიროა კბილების გახეხვა ყოველდღე მინიმუმ 15 დღის განმავლობაში. 15 დღის შემდეგ თქვენ შეამჩნევთ მნიშვნელოვან გაუმჯობესებას.
უნდა იცოდეთ, რომ ყოველთვის ჯობია ნატურალური პროდუქტების გამოყენება, რადგან ეს არ გამოიწვევს რაიმე გვერდით მოვლენებს სხვადასხვა ქიმიკატების გამოყენების გამო.
Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.
ბევრი ინფორმაცია, რომელსაც ჩვენი საიტიდან შეიტყობთ, თქვენი ყოველდურობის ნაწილი გახდება. თქვენს გამოცდილებას გაუზიარებთ ახლობლებსაც და კიდევ უფრო მეტ ადამიანს გავუმარტივებთ ყოველდღიურობას. Lui.ge დაგარწმუნებთ, რომ სულაც არ არის ძვირადღირებული პროცედურები ან პროდუქტები საჭირო იმისათვის, რომ იყოთ ჯანმრთელები, ლამაზები და საუკეთესო დიასახლისები. თქვენ სახლის პირობებშიც შეგიძლიათ მიაღწიოთ სასურველ შედეგებს ისეთი საშუალებების დახმარებით, რომლებიც ყველას სამზარეულოში თუ ეზოში მოიპოვება.