mobliurebi
mobliurebi

ეს საშუალებები მარტივად მოსამზადებელია:  აქვს გასაოცარი შედეგი უმოკლეს დროში

ქუსლების დახეთქვა ქვედა კიდურების ერთ-ერთი იმ პრობლემათაგანია, რომლებიც ხანგრძლივ და სერიოზულ უსიამოვნებებს უდებს სათავეს.

ქუსლებზე ნახეთქების გაჩენისას ადამიანი განიცდის დისკომფორტს, მჭრელ და მჩხვლეტ ტკივილს, ქუსლები ისე ეწვის, თითქოს გახურებულ ქვიშაზე იდგეს, კანი უუხეშდება და უსქელდება.

საგულდაგულო დათვალიერებისას კარგად ჩანს თავდაპირველად წვრილი, მოკლე ბზარები, რომლებიც შემდეგ გრძელდება და ღრმა ნახეთქებად იქცევა.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

როგორ ვუშველოთ თავს?

ვიდრე ამაზე ვისაუბრებდეთ, მოდი გავარკვიოთ, რა იწვევს ქუსლების დახეთქვას.ქუსლების დახეთქვას მექანიკური და ბიოქიმიური ფაქტორები განაპირობებს.

მექანიკურ მიზეზებს შორის აღსანიშნავია კანის საფარველის მექანიკურად დამაზიანებელი ფაქტორები:

  • ტრავმები, მოუხერხებელი, მჭიდრო ფეხსაცმელი;
  • სინთეზური ქსოვილის წინდები;
  • ტერფის დეფორმაცია, ბრტყელტერფიანობა;
  • კანის ძლიერი სიმშრალე, როდესაც გარემო ფაქტორთა გავლენით ირღვევა კანის ზედა შრის მთლიანობა და მიკროორგანიზმებისთვის კანის ღრმა შრეებში შესაღწევი კარიბჭე იღება.

ბიოქიმიური მიზეზებია:

  • ცილოვანი დაAამინომჟავური ცვლის დარღვევა, ზოგიერთი ფერმენტის აქტივობის დაქვეითება, A და E  ვიტამინების უკმარისობა;
  • ენდოკრინოპათიები: ფარისებრი ჯირკვლის დაავადებანი, შაქრიანი დიაბეტი და სხვა ჰორმონული დარღვევები.

აიღეთ:

2 საშუალო ზომის კარტოფილი, კარგად გარეცხეთ და გახეხეთ. მოათავსეთ
ქაღალდის ხელსახოცზე და დაიდეთ ქუსლებზე 2-3 საათით. კომპრესის მოხსნის შემდეგ ქუსლები გაიხეხეთ, მსუბუქად დაიზილეთ და წაისვით გულყვითელას ან კრაზანას ზეთი.

E აურიეთ ერთმანეთში 3-3 სუფრის კოვზი თევზის ქონი, ხახვისა და ალოეს წვენი, დაუ-
მატეთ ცოტა ფქვილი, მოზილეთ და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. დილით მოიხსენით და გაიწმინდეთ ქუსლები ნებისმიერი მცენარის ნახარშით.

სტაფილო გახეხეთ, შეურიეთ თაფლი თანაფარდობით 1:1 და დაიდეთ ქუსლებზე მთელი ღამით. ჩაიტარეთ კვირაში 3-4 პროცედურა.

– წვრილად დაჭერით და ერთმანეთში აურიეთ 1 წილი წნორის ფესვი, 2 წილი სალბი, 3 წილი მატიტელა. 1 ჩაის კოვზ ნარევს დაასხით 1 ლიტრი მდუღარე წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და ადუღეთ 10 წუთი. მიიღეთ ფეხების აბაზანა ამ ნახარშით დღეში 2-3-ჯერ.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება