ცისტიტის სამკურნალოდ ყოველთვის  ამ ხერხს მივმართავ

ცისტიტის სამკურნალოდ ყოველთვის  ამ ხერხს მივმართავ

რამდენიმე წლის წინათ, გაზაფხულის დამდეგს, მე და ჩემს მეუღლეს გულმა ბუნებისკენ გაგვიწია. ხასხასა ბალახმა, ჩიტების ჟღურტულმა, წყლის ლივლივმა თავი დაგვავიწყა და ტბაში გადავეშვით.

ფილტვების ანთებას კი გადავურჩი, მაგრამ ცისტიტს ვეღარ დავუძვერი.

ცისტიტი არის შარდის ბუშტის ლორწოვანი გარსის ანთება. ცისტიტით ძირითადად ქალები ავადდებიან, რადგან მათი საშარდე მილი მოკლეა და ფართო, რაც საშოდან ან სწორი ნაწლავიდან საშარდე გზებში ინფექციის მოხვედრას აადვილებს.

დაავადების მიმდინარეობა მწვავე ან ქრონიკული ხასიათისაა. მწვავე ცისტიტი ხშირად უვითარდებათ პრაქტიკულად ჯანმრთელ ქალებს, საშარდე გზების რაიმე გამოხატული პათოლოგიების გარეშე.

ქრონიკულად ითვლება ცისტიტი, რომელიც წელიწადში სულ მცირე 2-3-ჯერ გამოვლინდება. ცისტიტს ძირითადად ახასიათებს გახშირებული და მტკივნეული შარდვა, დაუსრულებელი მოშარდვის შეგრძნება, დისკომფორტი მუცლის ქვედა არეში.

მწვავე ცისტიტისთვის დამახასიათებელია სხეულის ტემპერატურის მომატება 38 გრადუსამდე და სისხლი შარდში.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ცისტიტი რომ დამემართა სიცხემ ამიწია, ტკივილმა ლამის კედელზე გამიყვანა. კიდევ კარგი, ჩემს ტანჯვას ჩემი და შეესწრო და ხალხური რეცეპტები მომაშველა.

მინდა,  თქვენც გაგიზიაროთ ეს გასაოცარი რეცეპტები: 

კაიღეთ თანაბარი რაოდენობის ძირტკბილას ფესვი, სიმინდის ულვაში, ჭანგას, არყისა და დათვისკენკრას ფოთოლი. 1 სუფრის კოვზ ნარევს დაასხით 1 ჭიქა ცივი წყალი, 6 საათით დააყენეთ, შემდეგ შედგით ნელ ცეცხლზე, 15 წუთს ადუღეთ და გაწურეთ.

მიიღეთ დღის განმავლობაში რამდენიმე ულუფად. მკურნალობა დაავადების ჩაცხრობამდე გააგრძელეთ. თუ შედეგი რამდენიმე დღეში ვერ შეამჩნიეთ, ექიმს მიმართეთ.

აიღეთ 15 გ მინდვრის შვიტას ბალახი და 20 გ მრავალძარღვას ფოთოლი, 1 სუფრის
3კოვზ ნარევს დაასხით 2 ჭიქა მდუღარე წყალი. შეფუთეთ, დატოვეთ 1 საათს და გადაწურეთ. მიიღეთ თბილი, 1 ჭიქა დღეში ერთხელ, საღამოს.

Facebook კომენტარები