თუ ამ ნარევს მიირთვევთ ყოველ დილას ერთი თვის განმავლობაში, წონაში საგრძნობლად დაიკლებთ
Ეს არის ერთ-ერთი ყველაზე ჯანსაღი და გემრიელი საუზმის ვარიანტი, რადგან ის შეიცავს ვიტამინებსა და მინერალებს, რომლებსაც შეუძლიათ გააუმჯობესონ თქვენი კანისა და თმის მდგომარეობა.
გარდა ამისა, ეს საუზმე მოაწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას და გააძლიერებს ორგანიზმს. ამ საუზმის ყოველდღიური მიღება დაგეხმარებათ ორგანიზმიდან ტოქსინების გამოდევნაში და ნაწლავების გაწმენდაში.
გარდა ამისა, ეს საუზმე დაგეხმარებათ „ზარმაცი ნაწლავის“ და ყაბზობის პრობლემის მოგვარებაში. უფრო მეტიც, ის დაწვავს ცხიმს და დაგეხმარებათ წონის ნორმალიზებაში.
მიღებიდანს ერთი თვის შემდეგ, თქვენ შეგიძლიათ მარტივად დაიკლოთ 3-4 კგ ჭარბი წონა, ძირითადად წელის არეში!
თქვენი კანის ტონალობა, თმა და ფრჩხილები გახდება ჯანსაღი და ლამაზი, მუცლის ცხიმი კი ნელ-ნელა გაქრება.
ამ საუზმის მოსამზადებლად დაგჭირდებათ:
300 მლ კეფირი (ან უცხიმო იოგურტი)
2 სუფრის კოვზი შვრია
1 ჩაის კოვზი დაფქული სელის თესლი
1 ჩაის კოვზი კაკაოს ფხვნილი
5-7 ცალი შავი ქლიავი
მომზადება:
სანამ ამ საუზმის მომზადებას დაიწყებთ, უნდა იცოდეთ, რომ მოამზადება აუცილებელია საღამოს და უნდა მიირთვათ მეორე დღეს, დილით. ჯერ ქლიავი უნდა ჩაყაროთ ქვაბში და დაასხით 100 მლ ადუღებული წყალი ისე, რომ მთლიანად დაფაროს.
შემდეგ უნდა დააფაროთ და გააჩეროთ დაახლოებით 5-10 წუთი. დაუმატეთ შვრია, სელის თესლი და კაკაო. ამის შემდეგ, თქვენ უნდა დაამატოთ კეფირი და კარგად აურიოთ ყველა ინგრედიენტი.
მაცივარში შეინახეთ და დილით შეგიძლიათ მიირთვათ ჯანსაღი და გემრიელი საუზმე. შედეგები მალე გამოჩნდება.
თქვენი საჭმლის მომნელებელი სისტემა საათივით ამუშავდება!