Ფილტვების გამწმენდი სასმელი, რომლის ცოდნაც განსაკუთრებით მწეველებს სჭირდებათ
Მიუხედავად იმისა, რომ ჩვენ ვერ ვაიძულებთ მწეველებს თავი დაანებონ მოწევას, ჩვენ შეგვიძლია გამოვიყენოთ ბუნება ჩვენს ორგანიზმში არსებული ყველა მავნე ზემოქმედების გასანადგურებლად.
სიგარეტის კვამლი სერიოზულ და შეუქცევად ზიანს აყენებს ფილტვებს, რის გამოც ჩვენ გირჩევთ, თავი დაანებოთ მოწევას, არასდროს არის გვიანი ამის გაკეთება.
ეს ჯანსაღი სასმელი შეიცავს 3 ძირითად ინგრედიენტს: ხახვი, ჯანჯაფილი და კურკუმა, რომლებიც მდიდარია ჯანსაღი და სასარგებლო ნივთიერებებით.
ხახვი მდიდარია ძლიერი ანტიოქსიდანტებით და კიბოს საწინააღმდეგო თვისებებით. ის ეფექტურად აფერხებს კიბოს უჯრედების ზრდას.
მეორეს მხრივ, ჯანჯაფილს აქვს მრავალი სხვა სარგებელი, მათ შორის ჭარბი ლორწოს მოცილება, რომელიც ფილტვებში გროვდება მოწევის გამო.
კურკუმა პოპულარული ინდური სანელებელია, ოქროსფერი შეფერილობით და ჯანმრთელობისთვის სასარგებლო თვისებების ფართო სპექტრით. დადასტურებულია, რომ ის სასარგებლოა 600-ზე მეტი ჯანმრთელობის პრობლემის სამკურნალოდ.
Ინგრედიენტები:
2 ს/კ. კურკუმა
დიდი ჯანჯაფილის ფესვი
250 გრ ხახვი
350 გრ ბუნებრივი დამატკბობელი (თაფლი, ნეკერჩხლის სიროფი და ა.შ.)
1 ლიტრი წყალი
მომზადების მეთოდი
წყალს უნდა დაუმატოთ დამატკბობელი და მიიყვანოთ ადუღებამდე. შემდეგ დაჭერით ხახვი და ჯანჯაფილი და დაუმატეთ მასას. კვლავ ადუღეთ, დაუმატეთ კურკუმა და დაუწიეთ ტემპერატურას.
უნდა ადუღოთ მანამ, სანამ საწყისი ნარევის მხოლოდ ნახევარი არ დარჩება. შემდეგ გაწურეთ და გადაიტანეთ შუშის ჭურჭელში. დატოვეთ ნარევი, გაცივდეს ოთახის ტემპერატურამდე და შემდეგ შეინახეთ მაცივარში.
გამოყენების წესი:
ეს საშუალება უნდა მიიღოთ დღეში ორჯერ, ერთი სუფრის კოვზი დილით და მეორე საღამოს, ბოლო ჭამიდან რამდენიმე საათის შემდეგ.
ეს სასმელი შესანიშნავი დასაწყისია მათთვის, ვინც მოწევას თავს ანებებს ან აპირებს დაანებოს. სინამდვილეში ის კიდევ უფრო სასარგებლოა ყოფილი მწეველებისთვის.