თუ თქვენ ალერგია გაქვთ მტვერზე და არ იცით რა მოიმოქმედოთ, ჩვენ გაგიზიარებთ საჭირო რჩევებს

ვარაუდობენ, რომ ალერგია აწუხებს თანამედროვე ცივილიზებული მსოფლიოს მოსახლეობის 12-15%-ს.

პოლინოზი, ანუ “თივის ცხელება” (ალერგია მცენარეთა მტვრის მიმართ) და ალერგიული რინიტი აწუხებს მოსახლეობის 8-10%-ს.

ალერგიული დერმატიტი კანის ყველაზე გავრცელებული დაავადებაა 11 წლამდე ბავშვებში.

ურტიკარია, ანუ “ჭინჭრის ციება” და “კვინკეს შეშუპება”, ყოველ წელს ემართება მოსახლეობის დაახლოებით 12%-ს.

წამლებზე ალერგიული რეაქციები უვითარდება ჰოსპიტალიზებული პაციენტების 2-3%-ს.

6 წლამდე ასაკის ბავშვთა 8%-ს აქვს საკვების რომელიმე სახეობის აუტანლობა, აქედან 2-4%-ს უყალიბდება კვებითი ალერგია, ხოლო მოზრდილებში კვებითი ალერგია 1 – 2%-ს აწუხებს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ანაფილაქსია – დაუყოვნებელი შოკური ტიპის ალერგიული რეაქცია, მოსახლეობის დაახლოებით 3%-ს უვითარდება.

სამწუხაროდ, საქართველოს მოსახლეობაში ალერგიის გავრცელების სარწმუნო სტატისტიკა არ არსებობს.

ადამიანის ორგანიზმს მასში შეჭრილი “საშიში” აგენტებისაგან, ანუ ანტიგენებისაგან, როგორიცაა ბაქტერიები, ვირუსები, უცხო ცილოვანი ნივთიერებები, იმუნური სისტემა იცავს. იმუნურ სისტემას აქვს მეხსიერება. ორგანიზმში პირველად შეჭრილი ანტიგენი გადის “რეგისტრაციას” იმუნურ სისტემაში და მის მიმართ იქმნება სპეციფიური ნივთიერებები, ანუ ანტისხეულები.

ანტიგენის განმეორებითი შეჭრისას ადამიანის ორგანიზმში მას ხვდება გამზადებული იმუნური პასუხი. ნორმალურ იმუნურ პასუხს იმუნიტეტი ეწოდება.

აიღეთ: ასისთავა – 5 წილი, კრაზანა
ბაბუაწვერას ფესვი (გაატარეთ ხორცსაკეპ მანქანაში) —3 წილი, შვიტა – 2 წილი, სიმინდის დინგი — 1 წილი, გვირილა 1 წილი, ასკილის დანაყილი ნაყოფი  2 წილი.

1 ს.კ. ნარევს დაასხით 1,25 ჩ.ჭ. ცივი წყალი, დააყენეთ ღამის განმავლობაში, შეგიძლიათ ერთდროულად 2-3 ულუფა მოამზადოთ. დილით დადგით ცეცხლზე,
მიიყვანეთ ადუღებამდე, შეფუთეთ და დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, გაწურეთ. მიიღეთ 1 ჩ.ჭ. დღის განმავლობაში სამ მიღებაზე, ჭამამდე, შეინახეთ მაცივარში.

ნარევის მოქმედება: ნარევის მოქმედებით დაავადება გამოდის გამაგრებების სახით ჯერ ცხვირზე და ნიკაპზე, შემდეგ ხელებზე და ფეხებზე, ახლავს ძლიერი ქავილი.

მკურნალობა არ შეწყვიტოთ, წაისვით „მეზოვანიზინი“. ერთი თვის შემდეგ დაიწყება გამოჯანმრთელება, მაგრამ
მკურნალობის კურსი განაგრძეთ 6 თვის განმავლობაში.

ამ ხნის განმავლობაში კატეგორიულად იკრძალება სპირტიანი სასმელების მიღება.

Facebook კომენტარები