ნევრალგია: მიზეზები, სიმპტომები და მკურნალობა. ის რაც ამის შესახებ აუცილებლად უნდა იცოდეთ!

მისი მიზეზი შეიძლება იყოს თვითონ ნერვის დაავადება, ხერხემლის ან პათოლოგიური
პროცესები ქსოვილებში და ორგანოებში, რომლებიც ნერვებთან ახლოსაა. ყველაზე ხშირად გვხვდება, სამმაგი კეფისმიერი და ნეკნთაშორის ნერვული.

სამმაგი ნევრალგიის წარმოშობის მიზეზი, ყველაზე ხშირად ძვლოვანი ღიობების შევიწროებაა, სადაც გადის სამმაგი წევრული განშტოებები. დიდი მნიშვნელობა აქვს გადაციებას, გაციებას, ცხვირის სინუსების დაავადებას, რევმატიზმს და ა.შ, სამმაგი ნერვის პირველი ტოტი მიდის შუბლთან, მეორე ლოყასთან, ცხვირის ლორწოვან გარსთან, ზედა ყბის კბილებთან, მესამე კი ქვედა ყბის კბილებთან. ნერვალგიის დროს უცებ წარმოიშობა ძლიერი ტკივილი, რომელიც რამოდენიმე წუთში გაივლის და ერთ-ერთი სერვის განშტოებასთან ლოკალიზდება.
იაფი ავიაბილეთები avia.ge

კეფისმიერი ნევრალგიის მთავარი სიმპტომია შეტევითი ტკივილი კეფის არეში. მისი მიზეზი კი ხშირად კისრის მალების დაავადებაა: ოსტეოქონდროზი, სპონდილოართროზი.

ნეკნთაშუა ნევრალგიას ახასიათებს ტკივილი ნეკნებს შორის, ჩვეულებრივ ერთ მხარეს. ასეთი ნევრალგია იშვიათად გვხვდება. ხშირად მეორადი დაავადებაა სხვადასხვა ინფექციის დროს: ტუბერკულოზის, გრიპის, რევმატიზმის და ა. შ.

რეცეპტები ნევრალგიის სამკურნალოდ

• ხმაური ყურებში შემცირდება, თუ რეგულარულად დღეში 3-ჯერ საკვების მიღების დროს დალევთ გაზავებულ ვაშლის ძმარს თაფლთან ერთად: 1 ჭიქა წყალზე 2 ჩ. კ. ძმარი და 1 ჩ. კ. თაფლი. ეს სასმელი შეავსებს მინერალური ნივთიერებების დეფიციტს, გაათხელებს. კარგია თუ ვაშლის ძმარი სახლის პირობებში იქნება დამზადებული.

• სმენის გასაუმჯობესებლად ყოველდღე მიიღეთ 4 ლიმონი კანიანად.

• სმენისა და მხედველობის დაქვეითების დროს, ყოველდღე სვით წითელი ვარდის
ფურცლების ჩაი.

• ტკივილის მოსახსნელად ნევრალგიის დროს თეთრთავიანი კომბოსტოს ფურცელი დაიდეთ მტკივან ადგილზე.

• ტკივილის მოსახსნელად პირშუშხას ახალი წვენი წაისვით მტკივან ადგილზე.

• სააფთიაქო გვირილა ანთების საწინააღმდეგო და დამამშვიდებელი საშუალებაა, როგორც გარეგანი, ასევე შინაგანი მოხმარებისთვის.

• აიღეთ გვირილა და ძიძო თანაბარი რაოდენობით, მოათავსეთ მარლის ტომარაში, ჩაუშვით მდუღარე წყალში და ცხელი სახით დაიდეთ ნევრალგიური ტკივილის ადგილზე, სანამ არ გაცივდება. პროცედურა 3-5 ჯერ გაიმეორეთ დღეში.

• კარგია მოყვავილე ოროვანდის წვეროებისგან ნახარშისა და ნაყენის დამზადება (1 ს. კ. 1 ჭიქა მდუღარე წყალზე).

• 100 გრამ გამხმარ ან 200 გრ ახალ კრაზანას ყვავილებს დაასხით 2 ლიტრი მშრალი ღვინო, გააჩერეთ გრილ და ბნელ ადგილას 7 დღე. შემდეგ მიიყვანეთ ადუღებამდე და ხარშეთ 1 საათი თავდახურულ ჭურჭელში დაბალ ცეცხლზე. შემდეგ გააციეთ და გაწურეთ. მიიღეთ 50 მლ 2-3 ჯერ დღეში ჭამამდე 30 წუთით ადრე საჯდომი ნერვის ანთების დროს. მკურნალობის კურსი 5თვეა.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები