როგორ ამოვიცნოთ კიბო დროულად? კიბოს ადრეული სიმპტომები

როგორ ამოვიცნოთ კიბო დროულად? კიბოს ადრეული სიმპტომები

სიმსივნე – ზედმეტი ქსოვილოვანი წანაზარდია, რომელიც ორგანიზმის შეცვლილი
უჯრედებისგან შედგება, რომლებმაც დაკარგეს ჩვეულებრივი ფორმა და ფუნქცია.

განასხვავებენ კეთილთვისებიან და ავთვისებიან სიმსივნეებს. ავთვისებიანი სიმსივნეები იზრდებიან გარშემო ქსოვილებში და შლიან მათ. ამასთანავე ზიანდება სისხლძარღვები, რომელშიც შეიძლება მოხვდნენ კიბოს უჯრედები და სისხლმა და ლიმფამ შეიძლება წაიღოს ისინი მთელ ორგანიზმში და მოხვდნენ სხვა ორგანოებსა და ქსოვილებში. ამის შედეგად ვითარდება მეტასტაზები, ანუ სიმსივნის მეორადი კვანძები.
იაფი ავიაბილეთები avia.geცნობილი ჰოლანდიელი ექიმი კორნელიუს მოერმანი, რომელმაც მთელი თავისი ცხოვრება კიბოს შესწავლას შესწირა, მივიდა დასკვნამდე, რომ ყოველ ონკოლოგიურ ავადმყოფს აქვს ერთი ან რამდენიმე სიმპტომი ძირითადი 17 სიმპტომიდან, რაც კიბოსთვის არის დამახასიათებელი. რაც უფრო მეტი სიმპტომი აქვს ავადმყოფს, მით მეტია დაავადების ალბათობა.

1. მშრალი კანი. მისი ელასტიურობა მკვეთრად შემცირებულია, კანი ფერმკრთალია და
იქერცლება. ფეხის გულებზე ხშირად ჩნდება მაზოლები.

2. ლორწოვანი გარსი ჩვეულებრივზე უფრო ღია ფერისაა, ზოგჯერ მოლურჯო
შეფერილობის.

3. ღრძილებიდან სისხლდენა. ეს მიუთითებს ორგანიზმში ვიტამინი P-ს და ვიტამინი C-ს
ნაკლებობაზე.

4. პირის კუთხეებში ნახეთქები, რაც მიუთითებს ორგანიზმის წინააღმდეგობის უარის
დაქვეითებაზე და B2 ვიტამინის ნაკლებობაზე.

5. მუდმივი ყავისფერი ნადები ენაზე (რაც მიუთითებს ორგანიზმში წიდების არსებობაზე
და კუჭ-ნაწლავის მუშაობის მოუწესრიგებლობაზე).

6. კანის აქერცვლა ცხვირ-ტუჩის სამკუთხედთან და წითელი ლაქები ცხვირის გარშემო.

7. მშრალი და მყიფე ფრჩხილები ბზინვარება დაკარგული, დამსკდარი კანი ხელებზე.
უმნიშნელო დაწოლისასაც კი ხელის კანზე ჩნდება მუქი ფერის ლაქები (მიუთითებს ვენების შეგუბებაზე და C ვიტამინის ნაკლებობაზე).

8.წვრილი თმის ღეროები, რომლებსაც დაკარგული აქვთ პირვანდელი ფერი, ისინი
ადვილად ვარდება და ტყდება.

9 მუდმივი საერთო დისკოფორტი, სისუსტე, თავბრუსხვევა.

10. ჭრილობის, დაბეჟილობის, ნაკაწრის ნელი მოშუშება.

11. ოპერაციის შემდგომი ჭრილობის ნელი შეხორცება, ხშირი გართულებები, ნაწიბურების ნელი და არასწორი წარმოქმნა.

12. ცხოვრებისადმი გულგრილი დამოკიდებულება, უხალისობა, აპათია, რაიმეს კეთების
სურვილის არქონა.

13. მკვეთრი გახდომა (ორგანიზმში გოგირდის ნაკლებობა) და უჯრედებისა და
ქსოვილების არასაკმარისი კვება, კვების პროდუქტების ცუდი შეწოვის გამო.

14. კანის საფარველის და განსაკუთრებით სახის მუდმივი სიფერმკრთალე (ორგანიზმში
დარღვეულია კობალტისა და რკინის ცვლა).

15. მუდმივი სისუსტე, განსაკუთრებით დღის მეორე ნახევარში (ვიტამინი E-ს ნაკლებობა).

16. ფიზიკური სისუსტე და მუდმივი შეუძლოდ ყოფნა.

17. მჟავის ძლიერი მოთხოვნილება, რაც იმაზე მეტყველებს, რომ ორგანიზმში მოხდა
ტუტე გარემოს შექმნა (ტუტე გარემო მეტნაკლებად სასიკეთოა კიბოს უჯრედების ზრდისთვის).

თითოეული ჩამოთვლილი სიმპტომი ლაპარაკობს ორგანიზმში ამა თუ იმ ვიტამინის ან
მიკროელემენტის ნაკლებობაზე, თუმცა ორი ან სამი სიმპტომის არსებობა არ ნიშნავს, რომ ამ ადამიანს კიბო აქვს, მაგრამ რაც უფრო მეტია სიმპტომები, მით მეტია დაავადების ალბათობა და უნდა მიიღოთ სასწრაფოდ ზომები, რომ თავიდან აიცილოთ ის. ასეთ ზომებს განეკუთვნება, პირველ რიგში: ორგანიზმის გაწმენდა, რადიკალური ცვლილებები კვებაში და ფსიქოლოგიური ცვლილებები (ადამიანი სწრაფად უნდა განთავისუფლდეს ხასიათის უარყოფითი თვისებებისგან და უარყოფითი
ემოციებისგან).

რეცეპტები კიბოს პროფილაქტიკისათვის

კიბოს დაავადების პროფილაქტიკისათვის კარტოფილის გამხმარი ყვავილების 2 ს. კ.
დაასხით 100 გრ არაყი ერთი დღე-ღამით, სვით 20-20 წვეთი 1 ს. კ. წყალთან ერთად, 10 დღის განმავლობაში, წელიწადში ორჯერ.

პროფილაქტიკის მიზნით ასევე რეკომენდებულია ქრისტესისხლას ბალახის 5%-იანი
ნაყენის სმა ყოველ 3 თვეში ერთხელ, 10-15 დღის განმავლობაში.

სასარგებლოა გაფუებული სიმინდი – ყველაზე კარგი საუზმეთა შორის. იგი
დაბალკალორიულია, შეიცავს მცირე რაოდენობით ცხიმებს და მასში სრულიად არაა
ქოლესტერინი; ამავე დროს მდიდარია C ვიტამინით, უჯრედისითა და ფოლიუმის მჟავით, რომელიც აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. მარილის გარეშე სიმინდის გამოყენება ხელს უწყობს კიბოსა და გულ-სისხლძარღვთა დაავადებების აცილებას.

წყარო- სტატია მომზადებულია “უფლის აფთიაქი”-ზე დაყრდნობით.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები