ჯანრთელობის გასაღები თქვენს ხელშია – აი როგორ უნდა დააღწიოთ თავი ბრონქიტს

ქრონიკული მშრალი ბრონქიტის დროს

– აურიეთ ერთმანეთში მაყვლის ფოთოლი და გულყვითელას ყვავილი თანაფარდობით 2:1. 4 ჩ/კ ნარევს დაასხით 1 ჩაის ჭიქა მდუღარე წყალი და 10 წუთს დააყენეთ. მიიღეთ 1/4 ჩაის კოვზი დღეში 4-ჯერ, ჭამის შემდეგ.

გახანგრძლივებული ბრონქიტისას

-ერთმანეთში აურიეთ ალოეს ფოთოლი, ღორის ქონი და თაფლი თანაფარდობით 1:2:2, გემოვნებისამებრ დაამატეთ ნიგოზი ან ვანილი და 5 საათით შედგით ღუმელში მაღალ ტემპერატურაზე. მიიღეთ რძით, თითო ჩაის კოვზი დღეში 3-ჯერ. აურიეთ ერთმანეთში ხახვის წვენი და თაფლი (თანაფარდობით 1:1), მიიღეთ 1 ჩ/კ დღეში 3-4-ჯერ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

ბავშვებისთვის

ღორის ქონში შეწვით 2 კვერცხი და მოაყარეთ მარილი. როდესაც გაცივდება, ბავშვს მკერდზე დაადეთ და მთელი ღამით დაუტოვეთ.

აიღეთ 500 გხახვი, წვრილად დაკეპეთ, დაამატეთ 400 გ შაქარი და 50 გთაფლი, კარგად აურიეთ და დაასხით 1 ლიტრი წყალი, შედგით ნელ ცეცხლზე და წამოადუღეთ, ხარშეთ 3 საათს.

გააცივეთ, გაწურეთ და ჩაასხით ბოთლში. მიიღეთ 1 ს/კ დღეში 4-6-ჯერ. მკურნალობის კურსი 30-40 დღეა. შეგიძლიათ, კურსი ერთი თვის შემდეგ გაიმეოროთ.

ქრონიკული ბრონქიტის დროს

5გ ან 1 ს/კ ვირისტერფას ფოთოლს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და დააყენეთ. მიიღეთ თბილი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა დღეში 2-3-ჯერ, ჭამამდე 1 საათით ადრე.

6გ ან 2 ს/კ ტუხტის ფესვს დაასხით 1 ჭიქა მდუღარე წყალი და 2-3 საათს დააყენეთ,
მიიღეთ ცხელი, 1/3-1/2 ჩაის ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამის შემდეგ.

ტუხტის ფესვის ცივი ნაყენი ასე მზადდება: 5-6 გრამ ნედლეულს უნდა დაასხათ 100
მლ ოთახის ტემპერატურის წყალი, 1 საათის განმავლობაში დააყენოთ და მიიღოთ 1 სადილის კოვზი ყოველ 2 საათში ერთხელ.

– ტუხტის ფესვის ცხელი ნაყენი: 1 სადილის კოვზ ნედლეულს დაასხით 200 მლ ოთახის
ტემპერატურის წყალი, დააყენეთ 4 საათის განმავლობაში, ადუღეთ 6-7 წუთს, გააცივეთ.
მიიღეთ თბილი,2 სადილის კოვზი დღეში 2-4-ჯერ.

ნახევარლიტრიან ქილაში მოათავსეთ ალოეს ოთხი დიდი ფოთოლი და დააყენეთ
ოთხი დღის განმავლობაში. შემდეგ დანაყეთ და მიიღეთ 1 დესერტის კოვზი დღეში 3-ჯერ.

ჩირქოვანი ბრონქიტის დროს

ერთმანეთში აურიეთ თანაბარი რაოდენობის ნაძვის ან ფიჭვის კვირტი, მრავალძარღვასა და ვირისტერფას ფოთოლი. 4 ჩაის კოვზი ნარევი დააყენეთ 2 საათის განმავლობაში ჩაის ჭიქა ადუღებულ წყალზე, შემდეგ 5 წუთს ხარშეთ. მიიღეთ 1/3 ჩაის ჭიქა დღეში 3-ჯერ.

მრავალძარღვას ნახარში აკრძალულია ჰიპერაციდული გასტრიტისა და მაღალი მჟავიანობით მიმდინარე კუჭის წყლულოვანი დაავადების დროს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები