mobliurebi
mobliurebi

თუ თქვენც გაწუხებთ კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები, მაშინ სრულად გაეცანით ჩვენს მიერი მოწოდებულ ინფორმაციას

"ყოველთვის მქონდა კუჭ-ნაწლავთან დაკავშირებული პრობლემები — ხან გაზები მაწუხებდა, ხან შეკრულობა, ბუასილიც კი დამემართა. ეს პრობლემები განსაკუთრებით გამიმწვავდა მშობიარობის შემდეგ. როგორც შევიტყვე, ასე ბევრქალს ემართება. სრულიად შემთხვევით, მეზობელმა, რომელიც კარგად ერკვევა ხალხურ მედიცინაში, მასწავლა ამ უსიამოვნებების დასაძლევი საშუალება.

წამალი ასე მზადდება: ნახევარ ჭიქა იოგურტს დაასხით 1 ჭიქა ანადუღარი წყალი, დაამატეთ 1/4 ჩ/კ დაფქული კოჭა და 1/4 ჩ/კ ასევე დაფქული ჯავზი (მუსკატის კაკალი), კარგად მოურიეთ და დალიეთ 1/3 ჭიქა ჭამამდე ნახევარი საათით ადრე.იაფი ავიაბილეთები avia.geეს სრულიად უსაფრთხო საშუალება გაგიქრობთ ნაწლავში გაზებს, ათხელებს და ხსნის ლორწოს კუჭსა და ნაწლავებში, არჩენს ჰემოროისაც (ბუასილს).

თუ ბუასილის ნიშნები მაინც დაგრჩებათ, შეგიძლიათ 1 ჩ/კ ალოეს წვენს შეურიოთ დანის წვერით აღებული კოჭას ფხვნილი და მიიღოთ ორჯერ დღეში მანამდე, ვიდრე სიმპტომები ბოლომდე არ გაქრება. საკუთარი გამოცდილებით მივხვდი, რომ ჯანმრთელობასთან დაკავშირებული პრობლემების მთავარი მიზეზი არასწორი კვება და ამიტომ ყველას, განსაკუთრებით კუჭ-ნაწლავით დაავადებულთ, ვურჩევ, იკვებონ ჯანსაღი პროდუქტებით, მიირთვან მეტი ხილი, ბოსტნეული, მოხარშული თევზი, ხორცი და უარი თქვან ე.წ. სწრაფი კვების ობიექტებში მომზადებულ ზედმეტად ცხიმიან პროდუქტებსა და გაზიან სასმელებზე"

ექიმის კომენტარი: მკითხველი სავსებით მართალიბრძანდება — კვების რეჟიმი დიდწილად განსაზღვრავს ჩვენი ჯანმრთელობის მდგომარეობას, ამიტომ ყველა უნდა ეცადოს, მიირთვას ჯანსაღი საკვები ყოველდღიურად ერთსა და იმავე დროს. მკითხველის მიერ მოწოდებულ რეცეპტში შემავალ კომპონენტებზე შეგვიძლია ვთქვათ: იოგურტი რძის პროდუქტია, მდიდარია ცოცხალი სასარგებლო ბაქტერიებით და მისი რეგულარული მიღება აწესრიგებს ნაწლავურ ფლორას.

კოჭა, იგივე ჯანჯაფილი, მრავალწლიანი მცენარეა. აქვს დამუხვლილი ფესურა, საიდანაც ვითარდება ცალკეული ყლორტები. ლანცეტისებური ფორმის ფოთლები ყლორტებზე მორიგეობით სხედან, საყვავილე ყლორტებზე კი იისფერი ყვავილების თავთავისებური ყვავილედებია განვითარებული. ძველ ქართულ სამედიცინო ძეგლებში კოჭა მოხსენიებულია ზანჯაბილის სახელით. წამლებში იხმარებოდა ზანჯაბილის ფესვი კუჭ-ნაწლავის დაავადების სამკურნალოდ. მას ფართოდ იყენებდნენ საკვებში სუნნელის მისაცემად. კოჭა გამოიყენება ტიბეტურ მედიცინაშიც.

ჯავზის კაკალი ჩვენში სააღდგომო პასქის სანელებლად გამოიყენება. ამ მცენარის პლანტაციებია აფრიკისა და სამხრეთ აზიის ქვეყნებში. გარეგნულად მიხაკის ხეს ჰგავს. ამ მცენარის ნაყოფი უძველესი დროიდან შემოჰქონდათ საქართველოში.  ჯავზი ხშირად გვხვდება პირშიჩასადები წამლის შემადგენლობაში ისეთი დაავადებების დროს, როდესაც ავადმყოფს გონება მთლიანად ნათელი არ ჰქონდა, გულმავიწყობა ემჩნეოდა,თავისტკიოდა,დამბლის ნიშნები უჩანდა; ჯავზი ასევე აქრობს უსიამოვნოსუნს პირიდან. მედიცინაში ჯავზის ნაყოფი იხმარება, როგორც კუჭის მოქმედების მარეგულირებელი და არომატული ნივთიერება. მცენარე შეიცავს ეთეროვან ზეთს.

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება