გაწუხებთ ხშირი თავბრუსხვევა და არ იცით როგორ დააღწიოთ თავი მას ? გაგაცნობთ მის გამომწვევ მთავარ მიზეზებს და მკურნალობის ხალხური საშუალებას..
თავბრუსხვევა ორგანიზმის სივრცული ორიენტაციის დარღვევა და სხეულის მდებარეობის ან მოძრაობის არასწორი შეგრძნებაა. მასზე ხშირად საუბრობენ როგორც „მოძრაობის ილუზიაზე“ ან „მოძრაობის ჰალუცინაციაზე" .თავბრუსხვევა ყველა ჩვენგანს ერთხელ მაინც გამოუცდია, ზოგს — ბავშვობაში, ატრაქციონებზე, ზოგს ფრენისას ან ხმაურიანი წვეულების შემდეგ, მაგრამ როცა თავბრუსხვევა არსებითი მიზეზის გარეშე ვითარდება, თანაც არაერთხელ, მისი მიზეზის დადგენა აუცილებელია.რა იწვევს თავბრუსხვევას? თავბრუსხვევა ნებისმიერ ასაკში შეიძლება განვითარდეს. ის შეიძლება მიუთითებდეს ინფორმაციის მოწოდების დარღვევაზე იმ სამი ფიზიოლოგიური სისტემის მიერ, რომლებიც სივრცეში ორიენტაციას განაგებს. ესენია ვესტიბულური, მხედველობითი და შეხებითი სისტემები.
თავბრუსხვევის მიზეზები: თუ თავბრუსხვევა წარმოიშობა სწრაფი ადგომის ან მიბრუნება-მობრუნების შემდეგ და თანდათან მცირდება, ეს შესაძლოა ვეგეტოსისხლძარღვოვანი დისტონიის გამოვლინება იყოს. როდესაც თავბრუსხვევას თან ახლავს სმენის დაქვეითება, შუილი და ყურებში ხმაური, თან გაციებულიც ხართ, ეს იმაზე მიუთითებს, რომ შესაძლოა ყურის ანთება (ოტიტი) გქონდეთ. თავბრუსხვევისა და წონასწორობის დარღვევის ერთ-ერთი ხშირი მიზეზია შიგნითა ყურის წყალმანკი. შაკიკი ხშირად ვლინდება თავბრუსხვევის, სიყრუის, ყურებში ჟლარუნის შეგრძნებით. ამასთანავე, შაკიკიან ადამიანებს, რომლებსაც ეს ჩივილები ანუხებთ, თავბრუსხვევა თავის ტკივილის გარეშე უვლინდებათ. ამ მდგომარეობას ხშირად განიხილავენ როგორც „შაკიკს თავის ტკივილის გარეშე“ ან „უთავო შაკიკს“.
მისი მკურნალობის გზები: თუ თავბრუსხვევა მოულოდნელად დაგატყდათ თავს, შიშს ნუ აჰყვებით. ჩამოჯექით, ეცადეთ, მზერა გარკვეულ საგანზე შეაჩეროთ და თვალები არ დახუჭოთ. თუ თავბრუსხვევას თან ახლავს უსიამოვნო, მტკივნეული შეგრძნებები, რომლებიც ადრე არ გქონიათ (კიდურების გაციება, მეტყველების დარღვევა, გულმკერდის ან მუცლის ძლიერი ტკივი- ლი), დაუყოვნებლივ გამოიძახეთ ექიმი.თუ თავბრუსხვევა ხშირად გაწუხებთ, აუცილებლად მიმართეთ ჯერ ნევროპათოლოგს, მერე კი ოტოლარინგოლოგს.
ახლა კი გაგაცნობთ თავბრუსხვევის სამკურნალო ხალხური რეცეპტს: 1ს/კ დაფხვნილ სამკურნალო ბარისპირას (რაჭულად ფოთოლა-ბალახი ჰქვია, მოხევეები ბარას ეძახიან) დაასხით 2ჩ/ჭ მდუღარე წყალი, შეფუთეთ და დააყოვნეთ 2 საათი. შემდეგ გაწურეთ, მიიღეთ 1/3 ჭიქა 3-4-ჯერ დღეში, ჭამამდე.
წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით