mobliurebi
mobliurebi

ბუნებრივი სარეცხი საპონი დასუფთავებისთვის სილამაზისთვის და ჯანმრთელობისთვის , საოცარი შედეგი აქვს.

Საყოფაცხოვრებო ქიმიკატების მრავალფეროვნებასა  და ასორტიმენტში  გამოირჩევა ჩვეულებრივი სარეცხი საპონი. იგი კვლავ და კვლავ ერთ-ერთი ყველაზე პოპულარული პროდუქტია.

ვიზუალურად  არ გამოიყურება ისე  მიმზიდველად,  როგორც სხვა საპნები. სარეცხი საპონი  იწარმოება სასიამოვნო სურნელისა და საღებავების გარეშე.  შედარებით იაფია და ბევრი სასარგებლო თვისებაც აქვს.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

Სარეცხი საპონი არის ეკოლოგიურად სუფთა და უსაფრთხო პროდუქტი ცხოველური ცხიმებისა და მცენარეული ზეთებისგან დამზადებული.

ცხიმოვანი მჟავების პროცენტული რაოდენობა სარეცხ საპონში ჩვეულებრივ მერყეობს 65%-დან 72%-მდე და მითითებულია თავად შეფუთვაზე. რაც უფრო მაღალია ცხიმოვანი მჟავების პროცენტი, მით უკეთესად უმკლავდება საპონი ჭუჭყს და ბაქტერიებს.

სარეცხი საპონი ასევე შეიცავს დიდი რაოდენობით ტუტეებს. ამავდროულად, იგი არის ჰიპოალერგიული და უსაფრთხო. გამოიყენება უამრავი მიზნით მათ შორის კოსმეტიკისთვის და სამკურნალო დანშნულებით.

სარეცხის საპნის საყოფაცხოვრებო გამოყენება

სარეცხი საპონი არის უნივერსალური პროდუქტი დასუფთავებისა და რეცხვისთვის. მისი გამოყენება შესაძლებელია პლასტმასის, კერამიკის, ქვის, ლითონის ზედაპირების გასაწმენდად. ამ საპნის გამოყენება შესაძლებელია არა მარტო სახლში, არამედ საავადმყოფოებსა და სამშობიაროებშიც კი.

ეს საპონი გამოიყენება ჭურჭლის გასარეცხად, მათ შორის ბავშვთა ტანსაცმლის, აგრეთვე მატყლისა და აბრეშუმისგან დამზადებული ტანსაცმლისთვის.

წყალში გაზავებული სარეცხი საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას მანქანის ნაწილების გასარეცხად. ხსნარი გამოიყენება მცენარეების სამკურნალოდ მავნებლების გასანადგურებლად.

ყოველდღიურ ცხოვრებაში სარეცხი საპნის გამოყენების მთავარი უპირატესობა ის არის, რომ არ ტოვებს სუნს,  კვალს ტანსაცმელზე და სხვადასხვა სახის ზედაპირებზე, დეზინფექციას უკეთებს და არ იწვევს ალერგიას.

სარეცხი საპნის  გამოყენება კოსმეტიკაში

სარეცხი საპონი შეიძლება გამოვიყენოთ თმის დასაბანად. ითვლება, რომ  მას ნაკლებად მტვრევადს გხდის და ქერტლს აშორებს. თუმცა, სარცხი საპნის შემდეგ, რეკომენდირებულია ჩამოიბანოთ თმა წყლით და ლიმონის წვენით ან ძმრით, რათა არ გამოჩრეს თმის ძირები.

სარეცხი საპნით ტანის დაბანა რეკომნდებულია კვირაში მაქსიმუმ ორჯერ. მნიშვნელოვანია შემდგომ დამატენიანებელი კრემის გამოყენება.   შეგიძლიათ გამოიყენოთ ბავშვებისთვის.

გარდა ამისა, სარეცხი საპნის დახმარებით შეგიძლიათ ებრძოლოთ აკნეს .  ამისთვის საპონი უნდა გახეხოთ წვრილ სახეხზე, დაუმატოთ წყალი და ათქვიფოთ სქელი ქაფის წარმოქმნამდე. წაისვით ქაფი სახის სუფთა კანზე, მოარიდეთ თვალების გარშემო მიდამოებს და გაიჩერეთ ნახევარი საათი.

შემდეგ ჩამოიბანეთ ჯერ თბილი, შემდეგ ცივი წყლით და წაისვით დამატენიანებელი. ამ პროცედურის  ჩატარება შეგიძლიათ  კვირაში 2-ჯერ,  ერთი თვის განმავლობაში .

 

Კანის მგრძნობიარე უბნებზე დეპილაციის შემდეგ გაღიზიანების შესამცირებლად რეკომენდებულია უბრალოდ ერთხელ დაიბანოთ აღნშნული ადგილები ამ საპნით.

კანის ღრმა წმენდის საოცარი ეფექტის მიღწევა შესაძლებელია ორთქლით, ცხელ წყალში ჩახეხეთ საპონი და წამოსულ ორთქლს მიუშვირეთ კანი .

ასევე შეგიძლიათ  ამ ხსნარს დაუმატოთ 1 ჩაის კოვზი სოდა და ფეხები ჩაალაგოთ აბაზანაში,  20-30 წუთით გააჩერებთ, ასე შეძლებთ  მოიშოროთ ქუსლებზე ნახეთქები და  ბზარები.

სარეცხი საპონი შესანიშნავია პირადი მოვლის საშუალებების დასამუშავებლად: კბილის ჯაგრისები, მანიკურის ხელსაწყოები, სავარცხლები,  ტილოები და ა.შ.

სარეცხი საპნის სამკურნალო თვისებები

სარეცხი საპნის ანტიბაქტერიული და ანტისეპტიკური თვისებები შესაძლებელს ხდის მის გამოყენებას თერაპიული და პროფილაქტიკური მიზნებისთვის.

სარეცხ საპონს აქვს ანტივირუსული თვისებები - მისი გამოყენება შესაძლებელია ცხვირიდან გამონადენის შესაჩერებლად.

ასევე რეკომენდებულია   ბავშვებისთვის, მოხუცებისთვისა და ორსულებისთვის  სარეცხი საპნის გამოყენება.   ეს არის ყველაზე მარტივი და იაფი გზა თქვენს ჯანმრთელობაზე ზრუნვისთვის.

სარეცხი საპონი შეიძლება გამოყენებულ იქნას ჭრილობების, მწერების ნაკბენის, ნაკაწრების, სისხლჩაქცევების, აბსცესების, დამწვრობის სამკურნალოდ და ა.შ . ის აჩქარებს შეხორცების პროცესს, ამცირებს შეშუპებას,  ანთებას და ახდენს დეზინფექციას.

ჩვენმა დედებმა და ბებიებმა იციან, რომ სარეცხი  საპნის დახმარებით შეგიძლიათ გაუმკლავდეთ ფეხებზე სოკოს და სერიოზულ ანთებას .

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება