mobliurebi
mobliurebi

ხალხური უძლიერესი საშუალება, რომელიც პოდაგრის სამუდამოდ მოშორებაში დაგეხმარებათ!

რამდენიმე წლის წინათ სახსრებმა შემაწუხა. ექიმებმა პოდაგრის დიაგნოზი დამისვეს. ერთ დროს სიცოცხლით სავსე კაცი სრულიად შემცვალა ტკივილებმა, რომლებიც პერიოდულად შემომიტევდა. ექიმის დანიშნულ მედიკამენტებთან ერთად მკურნალობის საკუთარი გზების ძებნა დავიწყე-ვიპოვე რამდენიმე უებარი ხალხური საშუალება და ფეხზე წამოვდექი კიდეც.იაფი ავიაბილეთები avia.geწვრილად დაჭერით ნიახური და დაასხით 300-400გ მდუღარე წყალი. თბილ-თბილი დალიეთ უზმოზე 7 დღის განმავლობაში!. თუ პოდაგრული წანაზარდები გაქვთ, ძილის წინ მტკივან ადგილზე დაიდეთ ახალგაჭრილი ბოლოკი, გადაიხვიეთ და დილამდე დაიტოვეთ. ძალიან კარგია დაფნის ფოთლის ნაყენიც, რომელიც ასე მზადდება: 10 ცალი დაფნის ფოთოლი 5 წუთი ხარშეთ 300 მლ წყალში,შემდეგ შეფუთეთ და საათით დააყენეთ. სვით ყლუპ-ყლუპად მთელი დღის განმავლობაში. ერთი კვირის შემდეგ გაიმეორეთ. სახსრების ტკივილი გაგივლით.

ექიმის კომენტარი: ნიახური ორწლიანი ბოსტნეული მცენარეა, ჩვენში ყველა ეთერზეთებს, B ჯგუფის და A, E ვიტამინებს, კაროტინოიდებს, ფესვებში კი უხვადაა ძმარმჟავა და ფუროკუმარინი,რომელსაც სიმსივნის საწინააღმდეგო მოქმედება აქვს. ძველქართულ მედიცინაში სხვადასხვა დაავადების დროს იყენებდნენ ნიახურის თესლს, ფოთოლს, ფესვს, წვენს. ნიახურის თესლი შედიოდა უძილობის,ჭორფლის მოსაშორებელი წამლების შემადგენლობაში. ნიახურის ნაყენი ორგანიზმში აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას. რადგან პოდაგრა ნივთიერებათა ცვლის დარღვევით მიმდინარე პათოლოგიაა, რომელსაც თან ახლავს თირკმლის დაზიანებაც, ამ დაავადების მკურნალობის პროცესში ნიახურის ჩართვა უდავოდ დადებით შედეგს მოიტანს.

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

L

Lui.ge არის სივრცე, რომელიც გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება