არსებობს საშუალებები, რომელთა დახმარებით სილამაზეს მაცივრიდან გამოღებული პროდუქტებითაც კი შევინარჩუნებთ

არსებობს მარტივი და სწრაფი საშუალებებიც, რომელთა დახმარებით სილამაზეს მაცივრიდან გამოღებული
ჩვეულებრივი პროდუქტებითაც კი შევინარჩუნებთ.

რა სიახლეც არ უნდა შემოგვთავაზოს თანამედროვე კოსმეტოლოგიამ, ნატურალურ პროდუქტებსა და საოჯახო რეცეპტებზე დაფუძნებულ შინაურ კოსმეტიკას ვერაფერი შეედრება.

მისი ერთადერთი ნაკლი შრომატევადობაა, თუმცა არსებობს მარტივი და სწრაფი საშუალებებიც, რომელთა დახმარებით სილამაზეს მაცივრიდან გამოღებული
ჩვეულებრივი პროდუქტებითაც კი შევინარჩუნებთ.

იაფი ავიაბილეთები avia.ge

აი თუნდაც თმის ცვენის საწინააღმ-
დეგო ნაყენის რეცეპტი:

აიღეთ 100 გრამი ჭინჭრის ხმელი ფოთოლი, დაასხით ნახევარი ლიტრი წყალი და ამ-
დენივე ძმარი. ხარშეთ 30 წუთის განმავლობაში ნელ ცეცხლზე. გადმოდგით, გააცივეთ და გადაწურეთ. ამ ნახარშით (უსაპნოდ) ყოველდღე იბანეთ თავი.

უკეთესი ეფექტის მისაღწევად რეკომენდებულია, ჭამამდე ნახევარი საათით ადრე დღეში 4-ჯერ დალიოთ ნახევარი ჩაის ჭიქა ჭინჭრის ფოთლებისა და ფესვების ნახარში:

1 სუფრის კოვზჭინჭრის ფოთოლსა
და ფესვს დაასხით 2 ჩაის ჭიქა წყალი და ადუღეთ ნელ ცეცხლზე 10 წუთის განმავლობაში. გააცივეთ და გადაწურეთ.

თმის ძირებს კვერცხის ცილა, შავი პური, კეფირი და ხახვიც ამაგრებს. ლიმონის წვენი უკვალოდ აქრობს ხახვის სუნს.

– აურიეთ ერთმანეთში ხახვისა და ლიმონის წვენი, 2 კვერცხის გული, 1 ჩაის კოვზი
თაფლი, 1 ჩაის კოვზი კაკაო და მწიკვი მოდუღებული ინა. ეს ერთ-ერთი საუკეთესო რეცეპტია თმის ზრდის დასაჩქარებლად და ძირების გასამაგრებლად.

ვისაც ღია ფერის თმა აქვს, ჯობს კაკაო რეცეპტიდან ამოიღოს, ხოლო ინის ნაცვლად გვირილა გამოიყენოს.

 

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები