mobliurebi
mobliurebi

ჟოლოს სასწაულებრივი ეფექტი - სტატია მათთვისაა, ვინც ჭარბ წონას ებრძვის

დიდი ხანია ჭარბ წონას ვებრძვი, ამიტომ ყოველთვის განსაკუთრებული ინტერესით ვკითხულობ შინაურ რეცეპტებს და ვეძებ საშუალებებს, რომლებიც ამ პრობლემის მოგვარებაში დამეხმარება.

უკანასკნელ ხანს ინტერნეტში დიდი ალიაქოთია ატეხილი გააქტიურებული ნახშირის, საჭმელი სოდისა თუ მწვანე ყავის  ეფექტის გამო.

avia.ge aviabiletebi iafad

მე მათი მაინცდამაინც არ მჯერა, ამიტომ ყველას, ვისაც მართლა სურს ამ პრობლემისგან თავის დაღწევა, ვურჩევ, ასეთი რამ სცადოს:

- აიღეთ 300 გრამი ჟოლოს ფოთოლი და ნაყოფი, ამდენივე მაყვლის ფოთოლი და ნაყოფი, 100 გრამი შავი მოცხარის ფოთოლი და ნაყოფი და ამდენივე თავშავა. აურიეთ ერთმანეთში.

50 გრამ ნარევს დაასხით 250 მლ ცივი წყალი, შემოდგით ცეცხლზე და მიიყვანეთ დუღილამდე. გადმოდგით, გააჩერეთ 1 საათი, მერე კი სვით ჩაისავით თითო ფინჯანი დღეში 2-3-ჯერ.

ამ მცენარეების ჩაი ორგანიზმიდან გამოდევნის უვარგის ნარჩენებს და აწესრიგებს ნივთიერებათა ცვლას, განსაკუთრებით კი ცხიმოვან ცვლას უხდება.

სასარგებლოა კუჭქვეშა ჯირკვლის ქრონიკული ანთების დროსაც.შეგიძლიათ, ასეთი რეცეპტიც სცადოთ:

აიღეთ 15-15 გრამი კამის თესლი, გვირილისა და ცაცხვის ყვავილი, 25 გრამი პიტნის ფოთოლი, აურიეთ ერთმანეთში, შემდეგ აიღეთ 3 სადილის კოვზი ნარევი და დაასხით 1 ლიტრი ადუღებული წყალი, დააყენეთ ჩაისავით, გადაწურეთ და სვით თითო ჭიქა დღეში 2-3-ჯერ.

ყველასთვის, ვისაც ჭარბი წონა აწუხებს, ძალიან სასარგებლოა ყაბაყისა და ბადრიჯნისჭამა.

მადას მშვენივრად აქვეითებს სიმინდის ულვაშის ნაყენი:

1 სადილის კოვზს უნდა დაასხათ 1 ჭიქა ადუღებული წყალი, ცოტა ხანს დააყენოთ და დალიოთ ყოველი ჭამის წინ.

აუცილებლად სანახავი:თრომბის განვითარების 10 სიმპტომი,
რომლებიც უნდა იცოდეთ მოუსმინეთ თქვენს ორგანიზმს!

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება