ეს სასმელი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აბალანსებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, სასარგებლოა დიარეას, სისხლდენის, არარეგულარული მენსტრუაციის დროს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

ეს სასმელი ააქტიურებს სისხლის მიმოქცევას, აბალანსებს ნერვულ სისტემას, ხსნის დაღლილობას, სასარგებლოა დიარეას, სისხლდენის, არარეგულარული მენსტრუაციის დროს, ამცირებს სისხლში შაქრის დონეს.

ამ სამკურნალო სასმელის შემადგენლობაში შედის ანტიოქსიდანტებით მდიდარი მაყვალი.

ეს საოცარი კენკრა  იცავს ორგანიზმს თავისუფალი რადიკალებისგან, რომლებიც ხელს უწყობს უჯრედის ნაადრევ დაბარებას ე. ი. შემოთავაზებული საშუალება ახალგაზრდობის შესანარჩუნებელი ელექსირია.

სამკურნალოდ გამოიყენება როგორც მაყვლის ფესვი, ასევე ფოთოლი და ნაყოფიც. ნაყოფი სასარგებლოა როგორც ნედლი, ასევე გადამუშავებული სახით.

გამოირჩევა პექტინოვან მთრიმლავ და არომატული ნივთიერებების შემცველობით.

გარდა ამისა, მის შემადგენლობაში არის ორგანული მჟავები, ნახშირწყლები, მინერალური მარილებს, ასკორბინის მჟავა, ფლავონოიდები, ცილები, ცხიმოვანი ზეთებს, სიტოსტერინი.

მაყვალს აქვს ანთებისა და დაჩირქების საწინააღმდეგო, შემახორცებელი, ბაქტერიოციდული, ოფლმდენი, შარდმდენი და ნივთიერებათა ცვლის დამარეგულირებელი თვისებები.

გამოირჩევა დამამშვიდებელი მოქმედებით. ამ დანიშნულებით გამოიყენება ნერვული აშლილობის, ნევროზისა და ნევრასთენიის დროს.

მისი ნედლი ნაყოფი განსაკუთრებით სასარგებლოა შემდეგი დაავადებების სამკურნალოდ: ანემია, ათეროსკლეროზი, შაქრიანი დიაბეტი, ჰიპერტონული დაავადებები.

სამკურნალო სასმელის მოსამზადებლად დაგჭირდებათ შემდეგი ინგრედიენტები:

  • სალბის დაჭრილი ფოთლები 1 ჩ. კ. ან გამხმარი ½ ჩ. კ.
  • მწვანე ჩაი ½ ჩ. კ.
  • მაყვლის დაჭრილი ფოთლები 1 ჩ. კ. ან გამხმარი ½ ჩ. კ.
  • მაყვალი (შეგიძლიათ გაყინლიც გამოიყენოთ) 1 ჩ. ჭ.
  • გაწმენდილი წყალი 1 ლ

მომზადების წესი:

მოცემული ინგრედიენტები მოათავსეთ თერმოსში და დაასხით ადუღებული წყალი, დაახურეთ თავსახური და გააჩერეთ 1-2 საათი. მითითებული დროის გასვლის შემდეგ გადაწურეთ. ნაყენი მიიღეთ დღეში 2-3-ჯერ.

მომზადებული სასმელი შედეთ მაცივარში. მიღების წინ შეათბეთ. შეგიძლიათ დაამატოთ თაფლიც.

Facebook კომენტარები