ყველაზე ეფექტური და ნატურალური ანტიბიოტიკი, რომლის გამოყენებაც ბევრი დაავადების დროს შეგიძლიათ

ეს არის ერთერთი ყველაზე ძლიერი ანტიბაქტერიული, სოკოს საწინააღმდეგო და ანტივირუსული ბუნებრივი საშუალება.

მომზადებისთვის დაგჭირდებათ მხოლოდ სამი იგრედიენტი.

  • ნიორი 5-7 თავი
  • 3 ს.ლ. ალტეის ფესვის სააფღიაქო ფხვნილი
  • თაფლი (უმჯობესია თხელი)

მარტივი ინსტრუქცია:

ნიორი გაარჩიეთ, გაატარეთ, შეურიეთ ალტის ფხვნილი. მომზადებული ნაზავი გადაიტანეთ  0,5 ლ ტევადობის მინის ჭურჭელში, გაავსეთ თაფლით და დაახურეთ თავი.

მომზადებული ნაზავი 24 საათით შედეთ მაცივარში და შემდეგ გადაწურეთ მარლით.

2 ჩ. კ. ნივრის სიროფი გახსენით 1 ჭიქა წყალში და დალიეთ ჭამამდე 30 წუთით ადრე.

ეს შეუდარებელი ნივრის სიროფი ბუნებრივი სამკურნალო საშუალებაა. გარდა იმისა, რომ ანტივირუსული, ანტიბაქტერიული და სოკოს საწინააღმდეგო საშუალებაა, უებარია ხველის შესაჩერებლადაც.

ნივრის სიროფი აძლიერებს ორგანიზმს, აღადგენს დაქვეითებულ იმუნიტეტს. ალიცინი, რომელიც შედის ნივრის შემადგენლობაში არის უძლიერესი ანტიბიოტიკი.

ნივრის სიროფი დაბლა წევს წნევას და აწესრიგებს ქოლესტერინის დონეს, აგრეთვე უებარია კოჟრებისა და სახსრების სამკურნალოდ.

ნივრის სამკურნალო თვისებები

ნიორი ხელს უწყობს ნაწლავში პათოგენური მიკროფლორის განდევნას, აუმჯობესებს ფერმენტების სეკრეციას და კუჭის წვენის სეკრეციას, აუმჯობესებს საჭმლის მონელებას და აჩქარებს მეტაბოლურ პროცესებს.

ნიორი გამოიყენება, როგორც მეტეორიზმის წამალი, კოლიტისა და ენტეროკოლიტის, ყაბზობის, ბრმა ნაწლავის ანთების სამკურნალოდ.

აძლიერებს იმუნურ სისტემას. გაციების, სურდოს, ყელის ტკივილის, ზედა სასუნთქი გზების ინფექციური დაავადებების, გრიპის დროს ნიორი თქვენი საიმედო თანაშემწე იქნება დაავადების წინააღმდეგ ბრძოლაში.

ასევე, ნივრის აქტიური ნივთიერებები ასუფთავებს ნახველს და ხელს უწყობს მის სწრაფ აღმოფხვრას.

ნიორი გულ-სისხლძარღვთა სისტემის სამკურნალო საშუალებაა. იგი ამცირებს ქოლესტერინის დონეს ორგანიზმში, სისხლძარღვების კედლებს უფრო ელასტიურს ხდის და ამით ხელს უშლის ათეროსკლეროზს, სისხლის შედედებას, გულის შეტევას.

იგი გამოიყენება ჰიპერტენზიისთვის, ამცირებს დატვირთვას გულზე, ზრდის გულის კუნთის ეფექტურობას და აუმჯობესებს სისხლის მიმოქცევას.

 

Facebook კომენტარები