აი რა უნდა იცოდეთ, როცა თმა ცვენას დაიწყებს
თმის ცვენა შესაძლოა იყოს განპირობებული: გენეტიკური წინასწარგანწყობით, ჰორმონალური დისბალანსით , სამედიცინო წამლების მოხმარების გვერდით ეფექტით, ასაკით , სტრესით, სხვადასხვა დაავადებებით ,თმის არასწორი მოვლით, რადიაციით და სხვა ფაქტორებით.
თმის ცვენა შეიძლება ლოკალურად ან/და მთლიან სხეულზე განვითარდეს, შეიძლება იყოს დროებითი (ტრანზიტორული) ან პერმანენტული (მუდმივად მიმდინარე).
ესაა თმის ცვენის ყველაზე ხშირი გამოვლინება, ძირითადად ასაკთან ერთად ვითარდება და განპირობებულია გენეტიკურად, ამ ტიპის სიმელოტეს მოვიხსენიებთ როგორც ანდროგენული ტიპის სიმელოტეს, ვინაიდან ის უმეტესწილად მამაკაცებში გვხვდება.
თმის ცვენის ხასიათიც ტიპიურია, თმის ცვენა შეიძლება დაიწყოს თმიანი საფარველის წინა ხაზიდან, შუბლიდან ან/და შეიძლება დაიწყოს თხემიდან, გვირგვინიდან. იგივე ტიპის თმის ცვენა იშვიათად, მაგრამ მაინც გვხვდება ქალებში.
თმის ცვენა პრობლემაა, რომლის წინაშე ზოგჯერ მედიცინის უახლესი მიღწევებიც
კი უძლურია, ამიტომ მინდა, ჩვენს თანამემამულეებს ვასწავლო რამდენიმე ხალხური საშუალება — როგორც კი შეამჩნევენ, რომ თმის ცვენა დაეწყოთ, მაშინვე უნდა შეუდგნენ მკურნალობას, რათა პროცესი არ გაძლიერდეს და სავალალო შედეგით არ დასრულდეს.
აიღეთ 50 გრამი მშრალი ჭინჭრის ფოთოლი, ჩაყარეთ 1 ლ ღვინის ძმარში, გააჩერეთ
სიბნელეში 7-10 დღე, გადაწურეთ და თმაშეთხელებულ ადგილებზე წაისვით.
შეგიძლიათ, სცადოთ ასეთი ნაზავიც: 2 კვერცხის გული გაქენით 50 მლ წყალში, დაუმატეთ 100 მლ არაყი და 5-8 მლ ნიშადურის სპირტი. შეიზილეთ თმის ძირებში, რამდენიმე წუთის შემდეგ კი ცხელი წყლით ჩამოიბანეთ. რამდენიმე კვირაში თმის ცვენა წყდება და ახალი ამოდის.
თმის ცვენას აჩერებს კრაზანას სპირტიანი ნაყენიც. აიღეთ 10 გრამი კრაზანას ხმელი
ყვავილი, დაასხით 90 მლ არაყი (მშრალი თმისთვის) ან სპირტი (ცხიმიანი თმისთვის), გააჩერეთ 1 კვირა, გადაწურეთ და მინის დახურულ ჭურჭელში შეინახეთ. ამ ნაყენით გაიწმინდეთ თავის კანი კვირაში 2-ჯერ.
Lui.ge გთავაზობთ რჩევებს ჯანმრთელობის, თავის მოვლისა და ყოველდღიური საქმიანობის შესახებ. ჩვენი მიზანია მოგაწოდოთ ინფორმაცია ისეთი ნატურალური საშუალებებისა და რეცეპტების შესახებ, რომლებიც დაგეხმარებათ გაიუმჯობესოთ ჯანმრთელობა, გახდეთ უფრო ლამაზები და გაიმარტივოთ ყოველდღიური საქმეები. რაც მთავარია, ამ ყველაფერს აკეთებთ სახლში, სიამოვნებას იღებთ პროცესით და ზოგავთ საკმაოდ დიდი თანხას.