mobliurebi
mobliurebi

ყურადღება მიაქციეთ ლიმფური კვანძების გადიდებას და იმკურნალეთ ხალხური მედიცინის გამოყენებით!..

ლიმფური კვანძები_ ლიმფური სისტემის პერიფერიულ ორგანოს წარმოადგენს, ადამიანის იმუნური სისტემის უმნიშვნელოვანესი ნაწილია და ბიოლოგიური ფილტრის ფუნქციას ასრულებს. ლიმფური კვანძები ცალკეული ორგანოებიდან და სხეულის სხვადასხვა ნაწილიდან მომავალ ლიმფას ფილტრავს. ლიმფურ კვანძებამდე ლიმფური ძარღვების მეშვეობით მისული ლიმფა მათში ნელა გაედინება, მაკროფაგების (დიდი შთანმთქავი უჯრედების) დახმარებით უცხო სხეულაკებისგან იწმინდება და ანტისხეულებით მდიდრდება.იაფი ავიაბილეთები avia.geამ უკანასკნელს პლაზმური უჯრედები წარმოქმნიან. ლიმფას უცხო ანტიგენები ლიმფურ კვანძებამდე მიაქვს, სადაც იმუნური პასუხი ვითარდება. ამ უნარის წყალობით ლიმფური კვანძები წარმოადგენს ბარიერს როგორც ინფექციისთვის, ასევე სიმსივნური უჯრედებისთვის.ლიმფურ კვანძებში წარმოიქმნება ლიმფოციტები - დამცავი უჯრედები, რომლებიც აქტიურად მონაწილეობს უცხო სხეულებისა და უჯრედების განადგურებაში. ადამიანის ორგანიზმში ლიმფური კვანძების რამდენიმე ჯგუფია, რომლებიც ასევეა განლაგებული იდაყვისა და მუხლის სახსრების მომხრელ ზედაპირებზე, იღლიის ფოსოებში, საზარდულის არეში და სხვა. კისრის ლიმფური კვანძები თავისა და კისრის არეში მდებარე ორგანოთა ინფექციისა და სიმსივნური პათოლოგიისგან დაცვას უზრუნველყოფს.

"ჩემს 16 წლის შვილს ყბის ქვეშ გადიდებული ჰქონდა ლიმფური კვანძები. ანალიზებით მიზეზი ვერ დადგინდა. ექიმმაც კონკრეტული ვერაფერი მირჩია. სხვა გზა მქონდა, ხალხურ მედიცინას მივმართე საშველად და სწორადაც მოვიქეცი, რადგან ბავშვს ლიმფური კვანძები გაუქრა და ახლა მინდა ჩემი გამოცდილება თქვენც გაგიზიაროთ"
2ს/კ ბირკავასიისფერ ყვავილებს დაასხით 1 ლ მდუღარე წყალი, დადგით თავდახურული 1 საათით. სვით ყოველდღიურად, დღეში 2-3 ჭიქა ერთი თვის განმავლობაში. ამასთან ერთად 1 კვირის განმავლობაში უნდა მიიღოთ ბაბუაწვერას ნაყენი. 1 ს/კ ბაბუაწვერას ფოთლებს დაასხით 200 მლ მდუღარე წყალი, დადგით 20 წუთი და გადაწურეთ. მიიღეთ 50 მლ ჭამამდე 30 წუთით ადრე, 3-4-ჯერ დღეში. ერთთვიანი კურსის შემდეგ კისრის ლიმფური კვანძები თანდათან დაპატარავდა და ბოლოს სულ გაქრა. თავადაც სცადეთ და შედეგში დარწმუნდებით."

წყარო: სტატია მომზადებულია "კარაბადინზე" დაყრდნობით

აუცილებლად სანახავი:მიირთვით თაფლი ყოველ დღე და თქვენს სხეულში მოხდება ეს 8 ცვლილება

Facebook კომენტარები

ფრენის კომპენსაცია
ფრენის კომპენსაცია
დასუფთავება